თურქული პრესა 15.02.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1946588
თურქული პრესა 15.02.2023

თურქული პრესა 15.02.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Haber Türk: "ერდოღანი: ჩვენ ამას ჩემს ერთან ერთად დავძლევთ"

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ, 6 თებერვალს, ქაჰრამანმარაშში მომხდარ მიწისძვრებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში თქვა: „როგორც დღემდე იყო, ამის შემდეგაც ჩემს ერთან ერთად დავძლევთ ამას“.

Star: "ჩავუშოღლუ: ის იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დახმარება გაუგზავნა თურქეთს"

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ისრაელი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დახმარება გაუგზავნა თურქეთს ქაჰრამანმარაშის მიწისძვრების შემდეგ და მადლობა გადაუხადა ისრაელის სახელმწიფოს და ხალხს ამ რთულ პერიოდში სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის.

Hürriyet: "აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: მიწისძვრა შეეხო არა მხოლოდ სირიასა და თურქეთს, არამედ მთელ მსოფლიოს"

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა, ქაჰრამანმარაშის მიწისძვრების სიმძიმეზე ისაუბრა და თქვა: „როდესაც ვუყურებთ მის მიერ მიყენებულ ნგრევას და ადამიანურ მსხვერპლს, ვხედავთ, რომ ეს მიწისძვრა არა მხოლოდ სირიასა და თურქეთს, არამედ მთელ მსოფლიოს შეეხო".

Vatan: "სტოლტენბერგი: თურქეთში მიწისძვრების შედეგებმა ყველა შეგვაშინა"

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, გუშინ ქაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრების შესახებ განაცხადა: „თურქეთში მიწისძვრების შედეგებმა ყველა შეგვაშინა. ნატოს მოკავშირეები მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევენ თურქეთს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს მხარდაჭერა და ვიყოთ სოლიდარულები და უნდა გავაგრძელოთ თურქეთის დახმარება“.

Sabah: "მიწისძვრის შესახებ კომენტარი ჯანმო-სგან"

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის დირექტორმა, ჰანს კლუგემ,  ქაჰრამანმარაშის მიწისძვრებთან დაკავშირებით განაცხადა: „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპაში მოწმეა საუკუნის ყველაზე საშინელი სტიქიური უბედურებისა“.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები