თურქული პრესა 09.02.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1944148
თურქული პრესა 09.02.2023

თურქული პრესა 09.02.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Star: "ერდოღანი: ჩვენ ყველა საშუალება გვაქვს მობილიზებული"

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების მოსანახულებლად ქაჰრამანმარაშში გაემგზავრა. კარვების დასახლებაში მისულმა ერდოღანმა თქვა: "მობილიზებული გვაქვს მთელი ჩვენი რესურსი. კოორდინაციას ვუწევთ ოპერაციებს ჩვენს მინისტრებთან ერთად ყველა პროვინციაში“. პრეზიდენტმა ერდოღანმა მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ჰათაი და ადანაც მოინახულა და სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

Hürriyet "ქოჯა: ჩვენ გავშალეთ 77 საველე ჰოსპიტალი 10 პროვინციაში"

ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ განაცხადა: "ჩვენ ავაგეთ 77 საველე ჰისპოტალი 10 პროვინციაში. ასევე შეგვიძლია ქირურგიული ოპერაციების ჩატარება ზოგიერთ ამ ჰოსპიტალში, სადაც გადაუდებელი ჯანდაცვის სერვისებია უზრუნველყოფილი."

Yenişafak: "იაპონელი პროფესორი შინჯი: მიწისძვრა თურქეთში არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი "სახმელეთო მიწისძვრა" მსოფლიოში"

იაპონელმა მიწისძვრების ექსპერტმა, პროფესორმა შინჯი თოდამ განაცხადა, რომ ქაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრები მსოფლიოში ყველაზე დიდ სახმელეთო მიწისძვრებს შორისაა და თქვა: „ეს იყო მოულოდნელად დიდი მიწისძვრა“.

Habertürk: "ჯანმომ უმაღლესი, მე-3 დონის გადაუდებელი მდგომარეობა გამოაცხადა "

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ქაჰრამანმარაშის მიწისძვრის შემდეგ უმაღლესი, მე-3 დონის გადაუდებელი მდგომარეობა გამოაცხადა. მე-3 დონის გადაუდებელი მდგომარეობა გულისხმობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მასშტაბით საშუალებების მობილიზებას.

Sabah: "მსოფლიოში ცნობილმა ხელოვანებმა თურქეთს მხარდაჭერა გამოუცხადეს"

მსოფლიოში ცნობილმა ხელოვანებმა, მათ შორის რასელ ქროუმ, ანტონიო ბანდერასმა, დუა ლიპამ, ბელა ჰადიდიმ, ჰიუ ჯეკმანმა, ჯენიფერ გარნერმა და დემი ლოვატომ, სოციალურ ქსელში გაკეთებული პოსტებით მიწისძვრით დაზარალებულ თურქეთს მხარდაჭერა გამოუცხადეს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები