თურქული პრესა 03.02.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1941401
თურქული პრესა 03.02.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთის გაფრთხილების შედეგად ნორვეგიამ გააუქმა ყურანის დაწვის ნებართვა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი ომერ ჩელიქის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) პრესსპიკერმა ომერ ჩელიკმა გამოეხმაურა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თურქეთში თავიანთი საკონსულოები „უსაფრთხოების“ მიზნით დახურეს. ჩელიკმა თქვა: „თურქეთი უსაფრთხო ქვეყანაა. ჩვენი უსაფრთხოების ძალები და დაზვერვის სამსახურები მუშაობენ. ქვეყნები, რომლებიც დღეს შეიძლება შეფასდეს, როგორც უსაფრთხო, არის ადგილები, სადაც ანტიიმიგრანტი და ანტიისლამური ქმედებები ხდება, სადაც ჩვენი წმინდა წიგნს ყურანს წვავენ. ჩვენ უარვყოფთ ყველა იმ განცხადებებს, რომლებიც თურქეთის საწინააღმდეგოდ არის მიმართული“.  

გაზეთი „Hürriyet“-ი კი მუსფატა ვარანკის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა გუშინ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თურქეთმა მნიშვნელოვანი იმპულსი მოიპოვა თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში და თქვა: „ქვეყნები უპილოტო საფრენი აპარატების (İHA) და შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატების (SİHA) შესაძენად მზად არიან“.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ თავდაცვის მრეწველობის თავჯდომარემ ისმაილ დემირმა განაცხადა, რომ რეაქტიული წვრთნისა და მსუბუქი საბრძოლო თვითმფრინავის, Hürjet-ის ძრავა აამუშავეს. ისმაილ დემირმა Hürjet-თან დაკავშირებით ბოლო მოვლენები შეაფასა და აღნიშნა: „ჩვენი პრეზიდენტის, ბატონ რეჯეფ თაიფ ერდოღანის დამაჯერებელი ხელმძღვანელობით, ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია მთელი სისწრაფით გრძელდება. ჩვენი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით Hürjet-ის ძრავა ამუშავდა. ახლა, ფრენის დროა“.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ იანვრის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებთან დაკავშირებით თავის განცხადებაში ვაჭრობის მინისტრმა მეჰმედ მუშმა განაცხადა: „თურქეთი მნიშვნელოვანი საწარმოო ბაზაა, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ის წარმატებას მიაღწევს 2023 წელს. იანვარში ექსპორტი გაიზარდა 10,4 პროცენტით და მიაღწია 19,4 მილიარდ დოლარს“.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები