თურქული პრესა 02.02.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1940948
თურქული პრესა 02.02.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე ისინი არ იტყვიან „დიახ“ მანამ, სანამ ამ ქეყანაში ყურანის დაწვას და დახევა დაიშვება. ერდოღანმა გუშინ გავრცელებულ განცხადებაში თქვა: „ჩვენი შეხედულება ფინეთზე დადებითია, მაგრამ არა შვედეთის მიმართ.“

გაზეთი „Haber Türk“-ი ჩავუშღლუს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გუშინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ჩვენ ვერ ვნახეთ რაიმე კონკრეტული ნაბიჯი შვედეთის მხრიდან ნატოში გაწევრიანების თაობაზე, გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში. თურქეთი ფინეთის ნატოში გაწევრიანებას უფრო პოზიტიურად შეხედავს.“

გაზეთი „Sabah“-ი კი ჰულუსი აქარის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა ჩრდილოეთ ერაყში თურქეთის სამხედრო ბაზაზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ განაცხადა, რომ დროდადრო ხდება შევიწროება და თავდასხმები რასაც ისინი ადეკვატურად დაუყონებლივ პასუხობენ.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ ბელგიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა  RTBF თურქეთის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. ახალ ამბებში გაკეთდა კომენტარი, რომ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გადადგა მნიშვნელოვანი დაბალანსების ნაბიჯები, განსაკუთრებით საერთაშორისო დონეზე. ამავე ინფორმაციაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა მიაღწია იმას, რაც სხვა ევროპელმა ლიდერებმა ვერ მიაღწიეს.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ ყველა დროის რეკორდი მოიხსნა 2023 წლის პირველ თვეში ანტალიაში, რომელსაც თურქეთის „ტურიზმის დედაქალაქს“ უწოდებენ. იანვარში ანტალიაში საჰაერო გზით ჩამოსული ტურისტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 58 პროცენტით გაიზარდა და 291 ათას 647-ს მიაღწია.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები