თურქული პრესა 01.02.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1940473
თურქული პრესა 01.02.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თუ შვედეთი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, მათთან მაგიდასთან დასხდომა და საუბარი შესაძლებელი იქნება, მაგრამ, ამ დროისათვის, ამ პირობებში მათთვის შეუძლებელია, შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე „დიახ“ თქმა.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ როგორც სამშვიდობო დიპლომატია, რომელსაც თურქეთი ახორციელებდა რუსეთ-უკრაინის ომის დროს, ის საექსპორტო ძალა, რომელიც მან გლობალურ დონეზე განავითარა, კვლავაც ანალიზის საგანია. გერმანულმა გაზეთმა Bild-მა თურქეთის შესახებ სტატიაში აღიარა, რომ თურქეთმა რუსეთთან იმპორტი და ექსპორტი მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში გააორმაგა რა, ამ სფეროში გერმანიის ადგილი დაიკავა.

„IMF-მ თურქეთის ზრდის მაჩვენებელი გაზარდა“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) თურქეთის 2022 წლის ზრდის პროგნოზი გაზარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2022 წელს ოქტომბრის ანგარიშში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც თურქეთის ეკონომიკა 5 პროცენტიანი ზრდით შეფასდა.  ახალ ანგარიშში კი ეს მაჩვენებელი 5,5 პროცენტამდე განახლდა.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ შეიარაღებული ძალების „ზამთრის წვრთნები-2023“-ის ფარგლებში, რომელიც ყარსში მიმდინარეობს, „CİRİT“ სახელწოდების რაკეტით სამიზნეები ზუსად იქნა განადგურებული.

გაზეთ „Yeni Şafak“-ის მიხედვით, სტამბულის აეროპორტმა, ევროპულ აეროპორტებს შორის მგზავრების რაოდენობისა და ფრენების მიხედვით ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველი ადგილი დაიკავა. სტამბულის აეროპორტმა მიმდინარე წლის იანვრის თვეში პირველი ადგილი დაიკავა 1,229 ყოველდღიური რეისით.  


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები