თურქული პრესა 31.01.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1939951
თურქული პრესა 31.01.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, პესკოვი: „პუტინისა და ერდოღანის ურთიერთობა ურთიერთნდობას ეფუძნება“ და მასში ვკითხულობთ: კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა: „რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. ეს ურთიერთობები ნამდვილად ეფუძნება ურთიერთნდობას, ურთიერთპატივისცემას და მათ მიერ აღებული ვალდებულებების ერთგულებას“.

გაზეთი „Hürriyet“-ი ჩავუშოღლუს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ ისაუბრა და განაცხადა: „ჩვენ, როგორც თურქეთი, არ ვართ ნატოს გაფართოების წინააღმდეგი. ჩვენი პრეზიდენტის განცხადება, ფაქტობრივად, დასტურია იმ განცხადებებისა, რაც ჩვენ გავაკეთეთ პროცესის დაწყებიდან. მას შემდეგ, რაც ორი ქვეყნის განაცხადის პროცესი დაიწყო, ჩვენ ვამბობთ, რომ ნაკლები პრობლემა გვაქვს ფინეთთან“. საკითთან მიმართებაში პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა: „შვედეთი შოკირებული იქნება, როდესაც ფინეთის შესახებ განსხვავებულ გზავნილს გავავრცელებთ, განსხვავებულ გადაწყვეტილებას მივიღებთ“. 

გაზეთ „Star“-ის მიხედვით, თურქეთმა ემბარგოს შიდა წარმოების გაზრდით უპასუხა. ვერტმფრენის დაჭერისა და გადაცემის სისტემა, რომელიც შეიზღუდა კანადიდან შესყიდვისას, პირველად შეიქმნა ადგილობრივ რესურსებით. სისტემა თავის პირველ მისიას ეროვნულ ფრეგატ „TCG სტამბოლზე“ დაიწყებს.

თურქეთის კუთვნილმა საბურღმა გემმა „ფათიფმა“, შავ ზღვაში საქარიის გაზის საბადოზე, „ამასრა-2“-ის ჭაბურღილში საძიებო სამუშაოები დაიწყო, იუწყება გაზეთი „Sabah“-ი.

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ Toyota-ს მრავალჯერადი დატენვის ჰიბრიდული მოდელის ახალი C-HR მსოფლიოში პირველად თურქეთის ქალაქ, საქარიაში იწარმოება. ეს იქნება პირველი ქარხანა, რომლითაც Toyota, როგორც თურქეთში, ასევე ევროპაში აწარმოებს ჰიბრიდულ მოდელს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები