თურქული პრესა 30.01.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1939365
თურქული პრესა 30.01.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ გააკეთა განცხადება, სადაც შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესებზე ისაუბრა და თქვა: „შვედეთი შოკირებული იქნება, როდესაც ფინეთის შესახებ განსხვავებულ გზავნილს გავავრცელებთ, განსხვავებულ გადაწყვეტილებას მივიღებთ“.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ ერთ-ერთი იტალიური ციფრული მონაცემების გაანალიზების ფონდის კვლევის მიხედვით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმ მსოფლიო ლიდერებს შორის, რომლებსაც ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავთ სოციალურ მედიაში, მეორე ადგილზეა. კვლევის მიხედვით, სოციალურ მედიაში ყველაზე მეტი გამომწერი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჰყავს.

გაზეთი „Sabah“-ი ჰულუსი აქარის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ თურქეთი იბრძვის რეგიონალური და მსოფლიო მშვიდობისთვის. აქარმა თქვა: „ერთის მხრივ, ჩვენი საზღვრების დაცვა და ტერორიზმთან ბრძოლა, მეორეს მხრივ, ჩვენი ათასობით ჯარისკაცი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სომალიში, სუდანში, კოსოვოში, ბოსნიაში, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში, აზერბაიჯანში და სხვაგან აგრძელებენ მოვალეობის შესრულებას დღედაღამე, რათა ხელი შეუწყონ რეგიონულ და მსოფლიო მშვიდობას“.

„ბაირაქტარის ლეგენდარული ფრთები“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Vatan“-ში და მასში ვკითხულობთ: უკრაინის ერთ-ერთ უდიდეს ტელეარხზე 1+1-ზე გაშუქდა დოკუმენტური ფილმი, სათაურით, „ბაირაქტარის ლეგენდარული ფრთები“, რომელშიც თურქეთის მიერ ადგილობრივი შესაძლებლობებით დამზადებულ შეიარაღებულ უპილოტო საფრენ აპარატ Bayraktar TB2-ის მიღწევებზე და კომპანია Baykar-ის საბჭოს თავმჯდომარესთან სელჩუკ ბაირაქტართან და გენერალურ მენეჯერთან ჰალუკ ბაირაქტართან ჩაწერილი ინტერვიუებია ასახული.  

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ გასულ წელს თურქეთიდან 160 ქვეყანაში, 967 მილიონი დოლარის ღირებულების 1,3 მილიონი ტონა მაკარონი იქნა ექსპორტირებული. მიზანი, 1,5 ტონამდე გაზრდაა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები