თურქული პრესა 17.11.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1907299
თურქული პრესა 17.11.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „ძალიან აქტიური“ როლი ითამაშა. მაკრონმა განაცხადა, რომ სტამბოლში მარცვლეულის შეთანხმების განხორციელების წყალობით სურსათზე ფასები შემცირდა.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ 13 ნოემბერს სტამბოლში ისტიკლალის პროსპექტზე მომხდარი ტერაქტის საპასუხოდ, ერთიანობისა და სოლიდარობის მსვლელობა გაიმართა. 40 სხვადასხვა ქვეყნის გენერალურმა კონსულმა, რელიგიური თემების ლიდერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა ტერორიზმის წინააღმდეგ მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იტყობინება, რომ შვედეთის პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ანტიტერორისტული კანონების გამკაცრებას ითვალისწინებს. აღნიშნული კანონი, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK/YPG-ის წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის გამარტივებასაც ითვალისწინებს.

„ფრანგების ქება-დიდება Bayraktar TB2-ს“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Vatan“-ში და მასში ვკითხულობთ: მთიან ყარაბაღში, ლიბიასა და უკრაინაში მიღწეული წარმატებების შემდეგ თურქეთის შეიარაღებულ უპილოტო საფრენ აპარატების „Bayraktar TB2-ის“ მიმართ მსოფლიოში ინტერესი იზრდება. ცნობილი რადიო-სატელევიზიო ქსელის France info-ს მიერ გავრცელებულ ამბებში ნათქვამია, რომ „ეს დრონები, თურქეთს, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შეუცვლელ მიმწოდებლად აქცევს“.

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ ოქტომბერში ანტალიაში 6 ათას 323 სახლი გაიყიდა. გაყიდული სახლებიდან 33,58 პროცენტი (2 ათას 123 ერთეული) უცხოელებმა შეიძინეს.   


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები