თურქული პრესა 04.11.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1901982
თურქული პრესა 04.11.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, პირველი თურქული ელექტრო ავტომობილის TOGG-ის მართის ამსახველი ვიდეო სოციალური ქსელის მეშვეობით გააზიარა სათაურით: „აი ქარხანა, აი პირველი ჭკვიანი მოწყობილობა, რომელიც ჩვენ ფუნქციონირებაში მოვიყვანეთ, აქ არის ჩვენი ქვეყნის, ‘თურქეთის საუკუნის’ ხედვა“.   

„Togg-ის ფუნქცია მსოფლიოში ერთ-ერთია“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Vatan“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პირველ ელექტრომობილ Togg-ს აქვს ჭკვიანი და ცენტრალურად მართული სისტემა, რომელსაც შეუძლია ციფრულ სისტემებთან დაკავშირება. ამ სისტემის წყალობით შესაძლებელი იქნება ისეთი სფეროების მართვა, როგორიცაა სახლი და სამუშაო ადგილი. გაუმართაობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება დისტანციური ჩარევაც.

გაზეთ „Yeni Şafak“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „კრემლი: თურქეთი ნდობის მთავარი ფაქტორია“ და მასში ვკითხულობთ: მარცვლეულის გარიგების შეჩერების შემდეგ, რუსეთი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შუამავლობით დაუბრუნდა მაგიდას. კრემლის პრესსპიკერმა საკითხთან დაკავშირებით განაცხადა: „თურქეთის მონაწილეობა ამ შეთანხმებაში არის ნდობის მთავარი ფაქტორი“.

გაზეთი „Star“-ი სტოლტენბერგის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა თურქეთს და პრეზიდენტ ერდოღანს იმისთვის, რაც მათ გააკეთეს მარცვლეულის დერეფნის ხელახლა ამოქმედებასთან დაკავშირებით. სტოლტენბერგმა თქვა: „ჩვენ დიდად ვაფასებთ იმას, რაც გააკეთა თურქეთმა ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხის უზრუნველსაყოფად, რომელიც მილიონობით ადამიანს სჭირდება“.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ საბერძნეთის დღის წესრიგში ისევ თურქეთია. გაზეთი Proto Thema იუწყება, რომ პრეზიდენტი ერდოღანი 2023 წლისთვის ეროვნულ სამხედრო თვითმფრინავსა და თურქულ ფრეგატს დაჰპირდა. გაზეთი ასევე იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ერდოღანს აქვს შემუშავებული გეგმა, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობით აღმოსავლეთ თრაკიის ენერგეტიკულ ცენტრად გარდაქმნას ისახავს მიზნად. გაზეთი Kathimerini კი მკითხველის წინაშე წარსდგა სათაურით „Tayfun-ის რაკეტის დიაპაზონი გაიზრდება“.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები