თურქული პრესა 03.11.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1901524
თურქული პრესა 03.11.2022

თურქული პრესა 03.11.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Haber Türk: "პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა: მარცვლეულის კრიზისი დაძლეულია"

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მარცვლეულის კრიზისი დაძლეულია. გუშინდელ განცხადებაში ერდოღანმა აღნიშნა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თურქეთის თავდაცვის მინისტრს ჰულუსი აქარს უთხრა, რომ მარცვლეულის გადაზიდვა გაგრძელდება.

Sabah: "მინისტრ ჩავუშოღლუს მკაცრი კრიტიკა საბერძნეთისადმი"

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გუშინდელ განცხადებაში აღნიშნა, რომ საბერძნეთთან ურთიერთობის დაძაბულობის მიზეზი საბერძნეთია და დაამატა: „შეხედეთ იმ დროს, როცა ურთიერთობა დაძაბულია საბერძნეთთან, ეს თურქეთის ბრალი არ არის, საბერძნეთის ბრალია. საერთაშორისო სამართალს საბერძნეთი არღვევს მაგრამ ბოლო დროს საბერძნეთის გაგიჟების მიზეზი ყველა სფეროში თურქეთის გაძლიერებაა“.

Hürriyet: "მინისტრი მუში: ექსპორტმა მიაღწია უმაღლეს მაჩვენებელს"

ვაჭრობის მინისტრმა მეჰმედ მუშმა განაცხადა, რომ ექსპორტმა ოქტომბერში 21,3 მილიარდ დოლარს მიაღწია 3 პროცენტიანი ზრდით. "ჩვენმა ექსპორტმა მიაღწია ყველაზე მაღალ თვიურ მაჩვენებელს. ექსპორტი იანვარ-ოქტომბრის პერიოდში 15 პროცენტით 209,5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა". - განაცხადა მუშმა.

Yeni Şafak: "ბარბაროს ჰაირედინ ფაშა სურმენეს მახლობლად ნავთობს ეძებს"

84 მეტრის სიგრძისა და 4 ათას 711 ტონა მთლიანი წონის გემი „ბარბაროს ჰაირედინ ფაშა“, რომელიც ტრაპიზონის პორტშია გაჩერებული, ნავთობის საძიებო სამუშაოებს ახორციელებს ტრაპიზონის სურმენეს რაიონის ღია წყლებში.

Star: "THY-ს Apex World Class-ისგან ჯილდო"

თურქეთის ავიახაზებს (THY) მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე სანდო და ღირსეული საავიაციო ორგანიზაციებიდან APEX-მა (ავიახაზების მგზავრთა გამოცდილების ასოციაცია) კიდევ ერთხელ გადასცა ჯილდოები 'APEX World Class'  და "2023 წლის ხუთ ვარსკვლავიაინი გლობალური ავიახაზები“ მისი მომსახურების სტანდარტებისთვის.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები