თურქული პრესა 20.09.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1881965
თურქული პრესა 20.09.2022

თურქული პრესა 20.09.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Hürriyet "ერდოღანმა აქცენტი გააკეთა განათლებაში თანაბარ შესაძლებლობებზე"

გაეროს მეურვეობის საბჭოში გამართულ "განათლების ტრანსფორმაციის სამიტზე" გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზი გაუსვა განათლებაში თანაბარ შესაძლებლობებს და თქვა: „ჩვენი კამპანიით ‘მოდით გოგონებო სკოლაში’ წავახალისეთ გოგონების მიერ განათლების მიღება და 90%-მდე გავზარდეთ სკოლაში მოსიარულეთა რიცხვი“.

Yenişafak "ოქტაიმ სომხეთში პელოსის მიერ გაკეთებული განცხადებები გააკრიტიკა"

ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ მწვავედ გააკრიტიკა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის ნენსი პელოსის მიერ სომხეთში გაკეთებული განცხადებები. ოქტაიმ თქვა: "კატეგორიულად მიუღებელია განცხადებები, რომლებიც შეუთავსებელია ისტორიულ და მიმდინარე ფაქტებთან, სრულიად მოკლებულია კეთილგანწყობას, ასახავს მიკერძოებულ თვალსაზრისს და საბოტაჟს უკეთებს დიპლომატიურ ძალისხმევას".

Sabah "ემინე ერდოღანს აშშ-ში ჯილდო გადასცეს"

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეუღლეს, პირველ ლედის ემინე ერდოღანს, აშშ-ის მუსლიმური ორგანიზაციების საბჭომ (USCMO) ნიუ-იორკში გამართულ ცერემონიაზე, სოციალური პროექტების, განათლების, გარემოს დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების სფეროებში გაწეული სამუშაოებისთვის გადაეცა "საერთაშორისო მიღწევებისა და საზოგადოებისთვის გაწეული დახმარებისთვის" ჯილდო, რომლითაც მუსლიმი ქალები ჯილდოვდებიან.

Habertürk "ხელმოწერები გაფორმდა ამერიკულ კომპანიასთან პირველი თურქი კოსმოსური მოგზაურისთვის"

მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა განაცხადა, რომ პარიზში Axiom Space-თან გაფორმდა შეთანხმება პირველი თურქი კოსმოსური მგზავრის მომზადებისა და ფრენის მომსახურების შესახებ.

Star "ისინი თურქეთში მიდიან"

ევროპელები ენერგეტიკული კრიზისის შემდეგ ზამთრის გასატარებლად თურქეთში მიდიან. ევროპელები, რომელთა გადასახადები 10-ჯერ გაიზარდა, ზამთრის გასატარებლად თურქეთის სასტუმროებში მიდიან. ნოემბრის ჯავშნები უკვე 50 პროცენტით გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები