თურქული პრესა 09.09.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1877734
თურქული პრესა 09.09.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა ერდოღანმა ხორვატიაში გამართული პრესკონფერენციის დროს უკრაინიდან განხორციელებული მარცვლეულის გადაზიდვის საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა: „მარცვლეული, რომლის გადაზიდვებიც ხორციელდება უკრაინიდან, სამწუხაროდ მიდის მდიდარ და არა ღარიბ ქვეყნებში. რა იყო ამის მთავარი თემა? მთავარი თემა  იყო ის, რომ  მარცვლეულის გადაზიდვები  პირველ რიგში უნდა განხორციელებულიყო ღარიბ ქვეყნებში.  სანქციები, რომლებიც დააწესეს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ, მარცვლეულიც სწორედ იმ ქვეყნებში მიდის, ეს საკითხი რა თქმა უნდა აწუხებს ბატონ პუტინს. ამიტომ, არის საკითხები, რომლებშიც პუტინი მართალია“.

გაზეთი „Star“-ი თანჟუ ბილგიჩის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ელჩმა თანჟუ ბილგიჩმა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მოხსენებაზე, ჩინეთის სინძიანის უიღურთა ავტონომიურ რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ განაცხადა: „ეს ადასტურებს ჩვენს ქვეყანაში და საერთაშორისო საზოგადოებაში გამოთქმულ შეშფოთებას. მოსაზრება უიღურ თურქებსა და რეგიონში მცხოვრებ სხვა მუსულმანურ უმცირესობებთან დაკავშირებით“.

გაზეთ „Haber Türk“-ის ეკონომიკური მიმომხილველი იუწყება, რომ თურქეთის ექსპორტმა რუსეთში მიმდინარე წლის აგვისტოში 738 მილიონ 527 ათას დოლარს მიაღწია. ეს კი ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ თურქეთის ავიახაზებმა (THY) აგვისტოს თვეში სულ 7,8 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო რეისებით. 2022 წლის აგვისტოს ბოლოს მონაცმებით ავიაკომპანიის ფლოტში თვითმფრინავების რაოდენობა 387-მდე გაიზარდა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ თურქმა დიზაინერმა ალი აიდინმა, რომელსაც ჰოლივუდში აქვს სააგენტო, მოამზადა პროდუქციის პლაკატი, რისთვისაც აშშ-ს ექს-პრეზიდენტი ბარაკ ობამა Emmy-ის ლაურეატი გახდა „საუკეთესო მთხრობლის“ ნომინაციაში.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები