თურქული პრესა 07.09.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1876681
თურქული პრესა 07.09.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში ვიზიტის დროს, საბერძნეთის მიერ ეგეოსის ზღვაში თურქული თვითმფრინავების შევიწროების შესახებ კიდევ ერთხელ გააკეთა მკაცრი შეფასებები. ერდოღანმა თქვა: „რასაც მე ვამბობ, სიზმარი არ არის. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, თუ საბერძნეთი გააგრძელებს მსგავს მუქარას, ჩვენი მოთმინების ფიალა მალე აივსება და ერთ ღამეს უეცრად მოვალთ“.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ბალკანეთის ტურნეს ფარგლებში, ბოსნია და ჰერცეგოვინის საპრეზიდენტო საბჭოს წევრთან შეფიკ ჯაფეროვიჩთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა პირადობის მოწმობებით (ID ბარათი) იქნება შესაძლებელი.  

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეობის წევრმა მილორად დოდიკმა განაცხადა, რომ საბჭოს წევრებთან შეფიკ ჯაფეროვიჩთან და ზელიკო კომშიჩთან გამუდმებით ჩხუბობდნენ რა, პრეზიდენტ  რეჯეფ თაიფ ერდოღანის მათ ქვეყანაში ვიზიტით, მათ შორის არსებული პრობლემები მეგობრულ ატმოსფეროში მოგვარდა. მისივე თქმით, პრეზიდენტი ერდოღანი გახლავთ მსოფლიო ლიდერი, რომელსაც შეუძლია ევროპის და მსოფლიო პრობლემების მოგვარება.

გაზეთი „Vatan“-ი იტყობინება, რომ Bayraktar TB2-ის შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატების (SİHA) რეპუტაცია კვლავ იზრდება მთელ მსოფლიოში. თურქული SİHA-ების წარმატება ცოტა ხნის წინ გაშუქდა იტალიურ პრესაში. იტალიურმა პრესამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები, ისრაელი, ჩინეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკან ჩამორჩნენ თურქულ SİHA-ებს. იტალიური პრესა ასევე აღინიშნავს, რომ თურქეთი SİHA-ები ექსპორტშიც ლიდერია.

გაზეთ „Yeni Şafak“-ის მიხედვით, თურქეთში მოქმედ ევროპულ კომპანიებს სურთ ევროკავშირსა და თურქეთს შორის არსებული საბაჟო კავშირი სასწრაფოდ განახლდეს. იტალიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ასოციაციის პრეზიდენტმა ლივიო მანზინიმ განაცხადა, რომ თურქეთი საიმედო პარტნიორია. მისივე თქმით, ჩინეთის წინააღმდეგ თურქეთის გარდა სხვა ალტერნატიული ქვეყანა არ არსებობს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები