თურქული პრესა 06.09.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1876226
თურქული პრესა 06.09.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Vatan“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა ერდოღანმა, საბერძნეთი, რომელმაც ნატოს მისიის დროს თურქულ თვითმფრინავებს სარადარო ჩამკეტები განუხორციელა, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა: „ამ ბოლო დროს საბერძნეთმა გაზარდა თავისი შევიწროებები და უხეშობა. საბერძნეთთან დაკავშირებით მინდა შემდეგი შეხსენება გავაკეთო. საბერძნეთი არ არის ჩვენი თანამოსაუბრე, რადგან ის არ არის ჩვენი თანაბარი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით“.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ ლავრიონის ბანაკი, რომელიც საბერძნეთის მიერ 1985 წელს შეიქმნა ლტოლვილებისთვის, ტერორისტების თავშესაფრად იქცა. ბანაკში შესაბამისი წვრთნები უტარდებათ ბევრ ტერორისტულ ორგანიზაციას, განსაკუთრებით PKK-ის ტერორისტებს. 6 თვიანი წვრთნის შემდეგ ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს ბერძნულ პასპორტებს აძლევენ და ერაყში აგზავნიან.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი ჩავუშოღლუს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: მევლუთ ჩავუშოღლუმ ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, კატრინ კოლონასთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა: „ჩვენ ყველას გვაწუხებს ევროპაში რასიზმისა და ანტიისლამიზმის მატება. ჩვენთვის მომგებიანი იქნება, გავაგრძელოთ ბრძოლა რასიზმისა და ყველა სახის ფობიის წინააღმდეგ. ჩვენი მოლოდინია საფრანგეთში თურქული და მუსლიმური თემის მეჩეთებისა და გაერთიანებების უსაფრთხოებისთვის ყველა ზომები იქნას მიღებული“.

გაზეთი „Star“-ი იტყობინება, რომ თურქეთი კვლავ რჩება ჯანმრთელობის ტურიზმის მნიშვნელოვან ცენტრად. კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმედ ნური ერსოიმ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში თურქეთში ჯანდაცვისა და სამედიცინო მიზეზების გამო შემოსულმა ვიზიტორთა რაოდენობამ 586 ათას 754 შეადგინა.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა მთლიანად შეწყვიტა გაზი, ევროპაში მცხოვრები 150 მილიონი პენსიონერი მოუთმენლად ელის არჩევანს თუ სად გაატაროს ზამთარი. თურქეთის ტურიზმის სექტორი კი ბოლო 3 წლის ყველაზე აქტიური ზამთრის ტურიზმის სეზონის მზადებაშია. მოსალოდნელია, რომ ევროპელები ზამთრის არდადეგებს თურქეთში გაატარებენ.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები