თურქული პრესა 24.08.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1871573
თურქული პრესა 24.08.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ, პალესტინის სახელმწიფო მეთაურთან მაჰმუდ აბასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ისრაელთან ურთიერთობაში გადადგმული ნაბიჯები არანაირად არ შეამცირებს ჩვენს მხარდაჭერას პალესტინის მიმართ“.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ ეროვნული თავდაცვის სამინისტროს წყაროებმა განაცხადეს, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ნატოში მოქმედ თურქულ თვითმფრინავებს რადარის დაბლოკვით სხვა ნატოს წევრი, ბერძნული F-16-ების მხრიდან შევიწროვება მოხდა. მათივე ინფორმაციით, საბერძნეთს შესაბამისი პასუხი გაეცა.

გაზეთი „Sabah“-ი ჰულუსი აქარ-ლოიდ ოსტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს ტელეფონით ესაუბრა. სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქარ-ოსტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს ტერორიზმთან ბრძოლის, უკრაინაში განვითარებული მოვლენების, F-16-ების მიწოდების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები იქნა განხილული.

გაზეთ „Haber Türk“-ის კულტურის მიმომხილველი იუწყება, რომ ახალ ზელანდიელი მსახიობი, „ოსკარის“ სამგზის ნომინანტი, რასელ აირა კროუ თაყვანისმცემლებს მოუწოდებს აუცილებლად ეწვიონ თურქეთს. მსახიობმა, სოციალურ ქსელ  Twitter-ის ანგარიშიდან ერთ-ერთ თაყვანისმცემლის თურქეთში მოწვევაზე ასეთი შეფასება გააკეთა: „ძალიან მომხიბლავი და ლამაზი ქვეყანაა. თუ აქამდე არ ყოფილხარ თურქეთში, აუცილებლად უნდა შეადგინოთ იქ ჩასვლის გეგმა“.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ თურქეთი ტურიზმში ახალი რეკორდების მოხსნას ელოდება. კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, თურქეთში ჩასული ბრიტანელი ტურისტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 21-ჯერ გაიზარდა და 1 მილიონ 810 ათასს გადააჭარბა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები