თურქული პრესა 23.08.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1871215
თურქული პრესა 23.08.2022

თურქული პრესა 23.08.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყველა ღონეს ხმარობს რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანად დასასრულებლად. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები გამართა ორივე ქვეყნის ლიდერთან და დაამატა: „ჩვენი მიზანია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თურქეთში შეხვედრა და კრიზისის საძირკველში გადაჭრა“.

გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გადაზიდვა გრძელდება. ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ 1 აგვისტოდან დღემდე უკრაინის პორტებიდან 721 ათას 449 ტონა მარცვლეულის გადაზიდვა განხორციელდა. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში გადაზიდვა კიდევ უფრო გაიზრდება.

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელის ჯოზეფ ბორელის განაცხადებით, უნდა იყოს ცნობილი, რომ თურქეთის წყალობით უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის დერეფანი გაიხსნა.-წერს გაზეთი „სტარი“. „მარცვლეული, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის 20 მილიონი ტონა. თუ მსოფლიოში 20 მილიონი ტონა მარცვლეული და მზესუმზირა იბლოკება, ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი ადამიანი საკვებს ვერ მიიღებს“. - თქვა ბორელმა.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის გამო ევროპა დიდ ენერგეტიკულ გამოცდას გადის. ითვლება, რომ ბუნებრივი აირის დეფიციტი იქნება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია და საფრანგეთი, განსაკუთრებით ზამთარში. გერმანელებმა გამოსავალი ტრაპიზონში იპოვეს. ელექტრო გამათბობლების მწარმოებელმა კომპანიამ, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებიდან შეკვეთების გაზრდის გამო, დღიური წარმოება 300-დან 700 გამათბობელამდე გაზარდა. შვედეთმა, ნიდერლანდებმა და საფრანგეთმაც წინასწარი შეკვეთების მიცემა დაიწყო.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, ივლისში თურქეთში ჩამოსული უცხოელი ტურისტების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 52,84 პროცენტით გაიზარდა და 6 მილიონ 665 ათას 129 შეადგინა. ივლისში ყველაზე მეტი ვიზიტორის გამომგზავნი ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილზეა გერმანია 14,43 პროცენტით, მეორე ადგილზეა რუსეთი 11,12 პროცენტით, ხოლო ინგლისი მესამე ადგილზეა 8,19 პროცენტით.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები