თურქული პრესა 19.08.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1870039
თურქული პრესა 19.08.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ლვოვში სამმხრივი სამიტის შემდეგ განცხადებები გააკეთეს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სამმხრივი შეხვედრის მთავარი თემა იყო ომის დასრულება და დაამატა: "ჩვენ შეშფოთებულები ვართ ატომურ ელექტროსადგურზე შეტაკებებით. არ გვინდა ახალი ჩერნობილი". ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ისინი უკრაინას აღდგენისთვის საჭირო დახმარებას გაუწევენ.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, სამმხრივი სამიტის შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა: „მთელი საკითხი არის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიმავალი უმოკლესი და სამართლიანი გზის განსაზღვრა“. ერდოღანის თქმით, მას მიაჩნია, რომ შესაძლებელია მოლაპარაკებების აღდგენა მარტში სტამბოლში ჩამოყალიბებულ პარამეტრებზე დაყრდნობით და დაამატა: „ჩვენ მზად ვართ გავწიოთ ყველანაირი მხარდაჭერა ამ მიზნის მისაღწევად და კვლავ ვითამაშოთ ფასილიტატორის ან შუამავლის როლი“.

ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 აგვისტოდან დღემდე უკრაინის პორტებიდან 622 ათას ტონაზე მეტი მარცვლეულის გადაზიდვა განხორციელდა.  - წერს გაზეთი „ვათანი“.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ცნობით, ანტალიაში, რომელიც წელიწადის თორმეტივე თვეს ტურისტებს მასპინძლობს თავისი ზღვით, პლაჟებით, ბუნებით, ისტორიული და კულტურული ფასეულობებით, 7,5 თვეში საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ტურისტთა რაოდნეობამ 8 მილიონსს გადააჭარბა.

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ინფორმაციით, უმით საბანჯიმ, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა 2017 წელს 24 საათში 13 ქვეყანაში მოგზაურობით, ახალი რეკორდი დაამყარა. საბანჯი გახდა პიურველი ადამიანი, რომელმაც 46 საათსა და 23 წუთში უმოკლეს დროში მსოფლიოს სამგზავრო თვითმფრინავებით შემოუარა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები