თურქული პრესა 18.08.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1869494
თურქული პრესა 18.08.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Vatan“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდთან სატელეფონო საუბარი გამართა. სატელეფონო საუბრის დროს ერდოღანმა ელჩების დანიშვნის შესახებ ორმხრივ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ელჩის დანიშვნის თაობაზე, საჭირო ნაბიჯებს რაც შეიძლება მალე გადადგამენ.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნმა, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართა პანელი სახელწოდებით, „გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმა“. ალთუნმა პანელზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ თურქეთს, დიპლომატიური ძალისხმევისა და გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, შეუძლია ყველასთან საუბარი, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი.

„აბდულჰამიდ ჰანმა პირველი ბურღვითი სამუშაოები დაიწყო“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Yeni Şafak“-ში და მასში ვკითხულობთ: ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ თურქეთის მე-4 საბურღმა გემმა „აბდულჰამიდ ჰანმა“ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში Yörükler-1 ჭაბურღილზე ბურღვა დაიწყო.

გაზეთ „Hürriyet“-ის მიხედვით, გერმანულმა ვებგვერდმა Focus-მა შესანიშნავი ანალიზი გამოაქვეყნა, თურქეთის სამხედრო მრეწველობასთან დაკავშირებით. ანალიზში ნათქვამია, რომ Bayraktar TB2-ის  შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატები შთააგონებს მომხმარებლებს მთელ მსოფლიოში, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით ანკარაში ჩასულმა მალაიზიის მეფის აბდულა სულთან აჰმად შაჰის მეუღლემ, დედოფალმა ტუნკუ აზიზამ კაპადოკია დაათვალიერა. კაპადოკიით აღფრთოვანებულმა აზიზამ თქვა: „ძალიან მინდოდა ამ ადგილის მონახულება. მაგრამ, ამის საშუალება ახლა მომეცა. მინდა ვიყიდო კლდეში გამოკვეთილი ერთი ადგილი და აქ ვიცხოვრო“.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები