თურქული პრესა 09.05.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1823962
თურქული პრესა 09.05.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა ეროვნული თავდაცვის მინისტრს ჰულუსი აქარს, რომელიც სასაზღვრო ხაზზე ინსპექტირებას აწარმოებდა. პრეზიდენტმა უსაფრთხოების ძალებს სიტყვით მიმართა და განაცხადა: „ჩვენს ჯარს აქამდე არ დაუშვებია ოდნავი შეცდომაც კი საზღვარზე. მე მოგესალმებით თქვენ, ჩვენი არმიის პატივცემულ წევრებს, ჩემი და ჩემი ერის სახელით. თქვენი ძალისხმევა არ იქნება დავიწყებული მთელი ისტორიის განმავლობაში“.

გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ს მხარდამჭერები გუშინ შვეიცარიაში, ბაზელში, 23 აპრილის ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალის აღნიშვნის დროს თავს დაესხნენ თურქეთის მოქალაქეებს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად დაგმო თავდასხმა და განაცხადა: „ის ფაქტი, რომ ტერორისტული ორგანიზაცია და მისი მომხრეები ისე დაკნინდნენ, რომ ევროპის გულში საბავშვო ფესტივალზე თავდასხმა მოაწყვეს, კიდევ ერთხელ აჩვენებს ტერორისტული ორგანიზაციის მახინჯ სახეს საერთაშორისო საზოგადოებას".

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ფარუკ ქაიმაქჩიმ განაცხადა, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება დიდი მოგება იქნება მესამე ქვეყნებისთვისაც. - წერს გაზეთი „სტარი“. ქაიმაქჩიმ თქვა: „თურქეთი ევროკავშირის წევრი რომ გამხდარიყო, უკრაინაში ომის აცილება მარტივად იქნებოდა შესაძლებელი. იმიტომ, რომ დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი საკითხია შეკავება“.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, სტამბოლის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა შეკიბ ავდაგიჩმა განაცხადა, რომ თურქეთის მიმართ ინტერესი წარმოებასა და შეკვეთებში კოვიდ-ის შემდეგაც გრძელდება. მისივე თქმით, კორონავირუსის შემთხვევები კვლავ იზრდება შორეულ აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ჩინეთში და : ”სწორედ ამიტომ ევროპელები აგრძელებენ შეკვეთებისთვის თურქეთის მსგავსი გარანტირებული ბაზრებისთვის მიმართვას. თურქეთს აქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები ფასის, ხარისხისა და მიწოდების კუთხით“.

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ცნობით, წლის პირველ 4 თვეში თურქეთის სოფლის მეურნეობის პროდუციის ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24 პროცენტით 11 მილიარდ 127 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ქვეყნის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17,6 პროცენტით გაიზარდა და 2 მილიარდ 765 მილიონი დოლარი შეადგინა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები