თურქული პრესა 15.04.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1812707
თურქული პრესა 15.04.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ავსტრიის პრემიერ-მინისტრთან კარლ ნეჰამერთან. საუბრის დროს ერდოღანმა განაცხადა, რომ უნდა იქნას გამოყენებული ყველა შესაძლებლობა უკრაინის ომში ჰუმანიტარული დრამის დასასრულებლად, ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და სამშვიდობო მოლაპარაკებებში წინსვლისთვის უნდა მოხდეს სტამბოლის პროცესის მხარდაჭერა. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისინი გააგრძელებენ ძალისხმევას მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის.

გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, თურქული წარმოების შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატის Bayraktar TB2-ის შეძენის სურვილი კიდევ ერთმა ქვეყანამ გამოთქვა. სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთთან დაიწყო მოლაპარაკებები Bayraktar TB2-ის შესაძენად.

თურქეთი მიზნად ისახავს 2053 წლისთვის საზღვაო მარშრუტებზე საპორტო ობიექტების რაოდენობა 217-დან 255-მდე გაზარდოს, რაც საერთაშორისო ვაჭრობასა და ტრანსპორტირებაში ინტეგრაციის ერთ-ერთ საკვანძო პუნქტს წარმოადგენს. - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. გარდა ამისა, გაფართოვდება „მწვანე პორტის“ პრაქტიკა და პორტებში გამოყენებული იქნება განახლებადი ენერგიის რესურსების მაღალი დონე.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს თანახმად, თურქეთის ტექნიკის ექსპორტმა პირველ კვარტალში 6,1 მილიარდი დოლარით რეკორდი მოხსნა. პირველ კვარტალში, ომის მიუხედავად, მთლიანი ექსპორტის 5 პროცენტზე მეტი განხორციელდა რუსეთსა და უკრაინაში, ხოლო 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიგზავნა.

და ბოლოს, გამოქვეყნდა 2021 წლის ყველაზე მიმზიდველი ქალაქების სია. ქალაქების სია მომზადდა კორონავირუსთან ბრძოლის, მისი ინფრასტრუქტურის, მდგრადობის, ეკონომიკის, მისი მაცხოვრებლების ცხოვრების ხარისხის შენარჩუნების პარალელურად ტურისტების მოზიდვისა და მასპინძლობის გამოწვევებთან გამკლავების გათვალისწინებით. ბრიტანეთში დაფუძნებული კვლევითი კომპანია Euromonitor-ის მიერ მომზადებულ სიაში სტამბოლიც მოხვდა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები