თურქული პრესა 14.04.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1812056
თურქული პრესა 14.04.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ჰაქქარის ოლქის, იუქსექოვაში ჯარისკაცებს იფთრის ვახშამზე ესტუმრა. პრეზიდენტმა აქ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა: „ჩვენი შეიარაღებული ძალების ოპერაციები ბევრ განსხვავებულ და რთულ გეოგრაფიებში, ჩვენს ქვეყანას პრაქტიკულად ხელშეუხებელს ხდის გლობალურ ბინძურ სცენარებისგან. ჩვენ ვამაყობთ თურქი ჯარისკაცების მიღწეული ეპოსებით, სირიიდან ლიბიამდე, ერაყიდან ყარაბაღამდე, ხმელთაშუა ზღვიდან ეგეოსამდე“.

გაზეთი „Hürriyet“-ი იბრაჰიმ ქალინის უკრაინის კრიზისთან მიმართებაში გაკეთებულ შეფასებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისი გაღრმავდა და ახალი ‘ცივი ომის’ პერიოდში შევიდა. ქალინმა აღნიშნა, რომ ამ პროცესში „თურქეთი თავის დაბალანსებულ პოზიციას შეინარჩუნებს.“

„თურქეთია ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად მუშაობს მშვიდობისთვის“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Yeni Şafak“-ში და მასში ვკითხულობთ: იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ უკრაინის ომში თურქეთია ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად მუშაობს მშვიდობისთვის. „ჩვენ ხელი უნდა  შევუწყოთ სამშვიდობო კონფერენციას ცეცხლის შეწყვეტამდე. უკრაინის ომში ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად მუშაობს მშვიდობისთვის არის თურქეთი, რომელსაც შეუძლია ისაუბროს ორივე მხარესთან“, განაცხადა ლუიჯი დი მაიომ.

გაზეთ „Haber Türk“-ის ეკონომიკური მიმომხილველი იუწყება, რომ 2012 წლიდან მოყოლებული თურქეთში გაყიდულ საცხოვრებლ სახლებში უცხოელების წილი იზრდება, ბოლო 10 წლის განმავლობაში უცხოელებზე გაყიდული ფართების საერთო რაოდენობამ 287 ათას 704 შეადგინა. ამავე ინფორმაციით, ბოლო 4 წლის განმავლობაში უძრავი ქონების შეძენით თურქეთის მოქალაქეობა 20 ათასმა უცხოელმა მიიღო.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: „ინსულინი დამზადდება თურქეთში. ჩვენ მივიღეთ ზომები ინსულინის ადგილობრივ წარმოებისთვის, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დიაბეტის და ქრონიკული დაავადების დროს“.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები