თურქული პრესა 13.04.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1811458
თურქული პრესა 13.04.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში თქვა: „თურქეთი, ლონდონიდან პეკინამდე, ციმბირიდან სამხრეთ აფრიკამდე გადაჭიმულ ფარტო ტერიტორიაზე ლოჯისტიკურ სუპერ ძალად გადაქცევის გზას ადგას.“

გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს ეტორე სეკის შეხვდა. გუშინ დედაქალაქ ანკარაში გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რუსეთ-უკრაინის ომი და ლიბიაში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ უკრაინაში საჰაერო სივრცის დახურვის გამო ბორისპოლის აეროპორტში დარჩენილი თურქეთის კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავი A400M, რომელმაც იქ ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანა, დააბრუნებენ, როგორც კი ამის პირობები შეიქმნება. - წერს გაზეთი „ვათანი.“

გაზეთი „საბაჰი“-ს თანახმად, აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI World) მიერ 2021 წლის მონაცემებზე დაფუძნებული სიის მიხედვით, სტამბოლის აეროპორტი საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლაში 26,5 მილიონი მგზავრის მომსახურებით მეორე ადგილზე მოხვდა.

და ბოლოს, ჰაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ცნობით, თურქეთის ახალი ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტმა 2022 წლის პირველ კვარტალში 762 მილიონ 663 ათასი დოლარი შეადგინა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები