თურქული პრესა 12.04.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1810839
თურქული პრესა 12.04.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა სამინისტრომ, იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის უსაფრთხოების ძალების მხრიდან პალესტინელი ქალის ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოკვლა, მკაცრად დაგმო.

გაზეთი „Sabah“-ი პაკისტანის ახალი პრემიერ-მინისტრის თურქეთის მიმართ გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: პაკისტანის 23-ე პრემიერ-მინისტრად არჩეულმა შაჰბაზ შარიფმა თურქეთის მიმართ განაცხადა: „თურქეთსა და პაკისტანს განუყოფელი კავშირები აქვთ. ანკარა ყოველთვის ისლამაბადის გვერდით დგას“.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი ფათიჰ დონმეზის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ თურქეთის ელექტროენერგიის სიმძლავრემ 100 ათას მეგავატს გადააჭარბა.

„წლის პირველ კვარტალში თურქეთიდან ევროკავშირში დაახლოებით 24 მილიარდი დოლარის ექსპორტი განხორციელდა“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Haber Türk“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21 პროცენტით გაიზარდა და 23 მილიარდ 780 მილიონ 323 ათას დოლარს მიაღწია.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ თურქეთი ეგეოსის ზღვაში, შავ ზღვასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ერთობლივად „ლურჯი სამშობლო-2022“ სახელწოდების წვრთნებს ჩაატარებს, რომელშიც 122 ხომალდი, 41 თვითმფრინავი, 12 ათასი სამხედრო პერსონალი და ეროვნული წარმოების შეიარაღება მიიღებს მონაწილეობას.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები