თურქული პრესა 11.04.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1810262
თურქული პრესა 11.04.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გუშინ ტელეფონით ავსტრიის პრემიერ-მინისტრს კარლ ნეჰამერს ესაუბრა. მათ განიხილეს თურქეთ-ავსტრიის ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მიმართული ნაბიჯები და რუსეთ-უკრაინის ომის ჩათვლით რეგიონალური საკითხები.

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გუშინ სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვთან. საუბრის დრის მათ განიხილეს თურქეთი-აზერბაიჯანი-თურქმენეთის სამმხრივი ვიზიტის გრაფიკი.

ბინგოლში, გენჩის რაიონში, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ს წინააღმდეგ ოპერაციაში „ერენ ზამთარი-6“-ში ტერორისტების მიერ გამოყენებული ექვსოთახიანი ბუნკერი და მასალები განადგურდა. - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“.

გაზეთი „საბაჰი“-ს თანახმად, თურქეთიდან ექსპორტი 2022 წლის იანვარ-მარტში 20,8 პროცენტით გაიზარდა და 60 მილიარდ 288 მილიონ დოლარს მიაღწია.

და ბოლოს, გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „ფენერბაჰჩე საფიპორტი“ FIBA-ს ქალთა ევროპის ლიგის ფინალში „სოპრონ ბასკეტ“-თან ანგარიშით 60-55 დამარცხდა და მეორე ადგილზე გავიდა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები