თურქული პრესა 08.04.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1809248
თურქული პრესა 08.04.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლლუთ ჩავუშოღლუმ, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობდა, ბუჩადან გავრცელებული მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა მიუღებელია. მისივე თქმით, ამ ფაქტმა მოლაპარაკებების პოზიტიური გარემო დაჩრდილა.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, კონგრესს გაუგზავნა წერილი თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ „F-16-ების თურქეთზე მიყიდვა შეესაბამება აშშ-ს ინტერესებს და ემსახურება ნატოს გრძელვადიან ერთიანობას“.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში თურქული ორაგულის ექსპორტი 20 ქვეყანაში განხორციელდა. ახლა კი თურქეთი ამ ბაზრის გაფართოებას ფიქრობს რა, მისი პოპულარიზაციისთვის 26-28 აპრილს ესპანეთში გასამართ გამოფენაზე უნდა იქნეს გატანილი.

„ტურისტებმა დაიწყეს მარმარისში ჩამოსვლა“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთისა და მსოფლიოს ერთ-ერთ საყვარელ ტურისტულ ქალაქ, მუღლას მარმარისის რაიონში სასტუმროებმა დაასრულეს მზადება ახალი სეზონისთვის და დაიწყეს სტუმრების მასპინძლობა. რაიონს პირველი სტუმრები უკვე ესტუმრნენ ინგლისიდან, ისრაელიდან, ბელგიიდან და ირანიდან.

გაზეთი „Sabah“-ი იტყობინება, რომ მსოფლიოში ცნობილმა მომღერალმა ჰელზიმ სოციალურ ქსელში თურქული პოსტი გამოაქვეყნა „სიყვარული ისე იზრდება, როგორც თქვენ იზიარებთ“ (Sevgi paylaştıkça artar), რომელმაც დიდი  ყურადღება მიიპყრო. მისი პოსტი ასევე ათასობით თურქმაც მოიწონა.


 

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები