თურქული პრესა 07.04.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1808642
თურქული პრესა 07.04.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ მათ ტერორიზმი ქვეყნის საზღვრების შიგნით მთლიანად აღმოფხვრეს. ერდოღანმა შეახსენა, რომ თურქიე ახლა შვეულმფრენების ექსპორტს ახორციელებს რა, მის ფარგლებში, ATAK-ის ტიპის მოიერიშე ვერტმფრენის პირველი ექსპორტი ფილიპინებში უკვე განხორციელდა.

გაზეთი „Sabah“-ი ჩავუშოღლუს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა: „ჩვენ მოუთმენლად ველით რუსეთსა და უკრაინას შორის შემდგომ მოლაპარაკებებს, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება, რასაც მოჰყვება შესაძლო შეთანხმების დაწყება.

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი: „თურქიე ჩვენთვის მეგობარი ქვეყანაა“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქიეს შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ გუშინ, იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრს ლუჩიანა ლამორგეზეს და მის დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრაზე ლამორგეზემ თქვა: „ჩვენ ვთანამშრომლობთ მრავალმხრივ, ვმუშაობთ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, არა მხოლოდ პროფესიული თვალსაზრისით, არამედ ყველა ჰუმანიტარულ საკითხზე. თურქეთი ჩვენთვის მეგობარი ქვეყანაა“.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ თურქიეს საავტომობილო საინიციატივო ჯგუფმა (TOGG), გუშინ სოციალური მედიის ანგარიშიდან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „გემლიქის ობიექტში, სადაც უნდა იწარმოოს ადგილობრივი ავტომობილი, 1,6 კილომეტრიანი საცდელი ბილიკი დასრულდა. ბილიკი, რომელიც მომზადებულია სხვადასხვა საჭიროებისთვის, როგორიცაა მაღალი სიჩქარით, უხეში გზებით. სპეციალური მანევრები გამოყენებული იქნება პროდუქციის განვითარებასა და ხარისხის პროცესებში“.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ თურქიეს სამთო პროდუქციის ექსპორტი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25,9%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 527 მილიონ 312 ათას დოლარს მიაღწია.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები