თურქული პრესა 06.04.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1807889
თურქული პრესა 06.04.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუ მისცა ტელეარხ Haber Türk-ს და განაცხადა, რომ მათ დედაქალაქ კიევთან რუსეთი მოიგერიეს. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ის ვინც რუსეთის მხრიდან უკრაინის დაპყრობის მცდელობას უჭერს მხარს, ‘ომის დანაშაულს’ ჩადის. უკრაინის პრეზიდენტმა ბოლოს ისიც დასძინა, რომ მათ იმედი აქვთ თურქეთის სრულ მხარდაჭერისა.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეაფასა, უკრაინის დედაქალაქ კიევის მახლობლად მდებარე ბუჩას და ირპინის ქალაქებში მომხდართან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ფაქტები რა, მას, შემზარავი და სამწუხარო უწოდა კაცობრიობისთვის. სამინისტროს განცხადებაში მტკიცედ არის აღნიშნული, რომ სამოქალაქოების დამიზნება მიუღებელია რა, დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ.  

„თურქიეს ფორმულა მარიუპოლიდან ევაკუაციისთვის“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: რუსეთის მხრიდან განხორციელებული თავდასხმების შედეგად განადგურებულ მარიუპოლში ჩარჩენილი დაახლოებით 80 ათასი სამოქალაქოს ევაკუაცია თურიეს ფორმულით იგეგმება. თურქიეს ევაკუაციის ოპერაციას რეგიონში როგორც უკრაინა, ასევე რუსეთიც მიესალმება.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ თურქიესა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ეკონომიკურ, სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებზე თანამშრომლობის ახალი ერა დაიწყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა, რომელიც თურქიე-აშშ-ს სტრატეგიული მექანიზმის ფარგლებში დედაქალაქ ანკარაში იმყოფებოდა, „ძლიერი პარტნიორობის“ მესიჯი მისცა. ორ ქვეყანას შორის 100 მილიარდი დოლარის ვაჭრობაა გამიზნული.

გაზეთ „Vatan“-ის მიხედვით, ადგილობრივი და ეროვნული რესურსებით დამზადებული მოიერიშე ვერტმფრენის ATAK-ის საზღვარგარეთ მიწოდების საკითხში მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. თავდაცვის მრეწველობის თავჯდომარე, ისმაილ დემირმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე გავრცელებულ პოსტში აღნიშნა: „თავდაცვის ინდუსტრიის კიდევ ერთი საამაყო დღე. მოიერიშე ATAK-ის ვერტმფრენებს საზღვარგარეთ პირველად ვაწვდით ფილიპინებს“.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები