თურქული პრესა 04.04.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1806470
თურქული პრესა 04.04.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით რომელშიც ვკითხულობთ: რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში თურქიეს პოზიციაზე რუსეთ-უკრაინის ომში ისაუბრა  და თქვა: „თურქიე მოქმედებს თავისი ინტერესების შესაბამისად და შეუძლია ღიად თქვას „კი“ ან „არა“, როცა საჭიროა. თანამედროვე პოლიტიკურ სამყაროში ერდოღანის მსგავსი ადამიანი ძალიან ცოტაა“.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ თურქული პროგრამული უზრუნველყოფის და სისტემების კომპანია HAVELSAN-ი რომელსაც აქვს ბიზნეს წარმოდგენა თავდაცვისა სფეროში, კომანდოების და სპეცრაზმისათვის წარმოებული ჰეზარფენის პარაშუტის სიმულატორების პირველი ექსპორტი იწყება. პირველი საექსპორტო ხელშეკრულება მალაიზიასთან გაფორმდა.

„ერაყი ელექტროენერგიას თურქიედან შეისყიდის“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: ერაყის ელექტროენერგიის სამინისტროს მოვალეობის შემსრულებელმა ადილ ქერიმმა განაცხადა, რომ თურქიედან ელექტროენერგიის იმპორტის ტექნიკური პროცედურები დასრულებულია. ერაყის ელექტროენერგიის სამინისტროს ინფორმაციით, თურქიე მათ  ქვეყანას 500 მეგავატ ელექტროენერგიას მიაწვდის.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში თურქიეში ჩასული ტურისტების რაოდენობა 186,52 პროცენტით გაიზარდა. ქალაქებს შორის, რომელიც ყველაზე მეტ ტურისტს მასპინძლობს, პირველი ადგილი სტამბოლმა დაიკავა, მეორეზე კი ედირნეა.

გაზეთ „Haber Türk“-ის სპორტული მიმომხილველი წერს, რომ ბუდაპეშტში, ევროპის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაულ სტილში, ქერემ ქემალმა (60 კგ)  და მურათ ფირათმა (67 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები