თურქული პრესა 01.04.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1805513
თურქული პრესა 01.04.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გუშინ ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. მათ განიხილეს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები. ერდოღანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა შეთავაზება ზელენსკის და პუტინის სამიტის მასპინძლობის შესახებ.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ შეეხო უკრაინის მიერ ანკარის ერთ-ერთ გარანტორად დასახელებას, ამის რუსეთის მიერაც აღიარებას და დასძინა: “მიზეზი, რის გამოც რუსეთმა ამაზე თანხმობა თქვა, როგორც ჩვენ თავიდანვე ხშირად ვამბობდით ამ მოლაპარაკებების პროცესში, არის ის, რომ ორივე ქვეყანა გვენდობა და აღგვიქვამენ, როგორც ობიექტურ, გაწონასწორებულ, კონსტრუქციულ და მშვიდობისმოსურნე ქვეყანას.“

რუმინეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გრინდეანუმ, ანკარის დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებების დელეგაციების შეხვედრაზე თქვა: „მინდა დავაფასო ბოლო დღეების ანკარის ძალისხმევა, დაასრულოს ომი, რომელიც ჩვენთან ძალიან ახლოს მიმდინარეობს." - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“.

გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, ქვეყნიდან ექსპორტი თებერვალში წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 25,4 პროცენტით გაიზარდა და 20 მილიარდ 4 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო იმპორტი 44,5 პროცენტით 27 მილიარდ 885 მილიონ დოლარმდე გაიზარდა.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, ეროვნული ნაკრების წევრმა, ევინ დემირჰან იავუზმა უნგრეთში გამართულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე 50 კგ-მდე წონით კატეგორიაში ქალთა შორის ოქროს მედალი მოიპოვა და ჩემპიონი გახდა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები