თურქული პრესა 31.03.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1804754
თურქული პრესა 31.03.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: წინა დღეს Türkiye-ში გამართულმა, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებამ დადებითი შედეგების გამოღება დაიწყო. რუსეთმა გადაწყვიტა გაეყვანა თავისი სამხედრო დანაყოფები უკრაინის გარკვეულ რეგიონებიდან. მოსკოვის ადმინისტრაციამ, რომელმაც ჯარი გაიყვანა ჩერნობილიდან, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით ქალაქ მარიუპოლში ცეცხლის შეწყვეტა  გამოაცხადა.

გაზეთი „Hürriyet“-ი სერგეი ლავროვის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ წინა დღეს Türkiye-ში გამართულ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს დადებითად აფასებენ. მისი თქმით, თავიანთი ქვეყნების არაბირთვული სტატუსის უზრუნველყოფის აუცილებლობა და ნატოს ჩარჩოს მიღმა დარჩენა, მნიშვნელოვანი წინსვლაა.

„გაერო, Türkiye-ს მადლობას უხდის“ ასეთი სტატია იპყროს ყურადღებას გაზეთ „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: გაერომ, თურქიეს, უკრაინა-რუსეთის ომში მშვიდობის მისაღწევად გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. გაეროს პრესსპიკერმა სტეფან დუჟარიკმა საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „უაღრესად მადლობელი ვართ თურქიეს ძალისხმევისთვის.“

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ დასრულებულია A400M ფლოტი, რომელიც ზრდის თურქიეს შეიარაღებული ძალების ტაქტიკურ და სატრანსპორტო შესაძლებლობებს. თურქიეს პარტნიორობით A400M პროექტის ფარგლებში, წარმოებული მე-10 და ბოლო სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი, სამხედრო ინვენტარში უკვე შევიდა.

გაზეთ „Haber Türk“-ის სპორტული მიმომხილველი წერს, რომ ბუდაპეშტში, ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, თაჰა აქგულმა (125 კგ) ქართველი მეტოქე, გენო პეტრიაშვილი 5-2 დაამარცხა და მე-9-ჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები