თურქული პრესა 30.03.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1804163
თურქული პრესა 30.03.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკების დაწყებამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „რაც შეიძლება მალე ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობის დამყარება ყველასთვის სასარგებლო იქნება. ვფიქრობთ, რომ შევედით იმ პერიოდი, როდესაც მოლაპარაკებებიდან კონკრეტული შედეგები უნდა იქნას მიღებული“.

გაზეთი „საბაჰი“-ს თანახმად, სტამბოლში სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის დელეგაციამ განაცხადა, რომ ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ უსაფრთხოების პირობებს, რომელშიც გარანტორი თურქიეც არის და რომ ქვეყანა ნატოში არ გაწევრიანდება. რუსეთის დელეგაციამ კი განაცხადა, რომ ზოგიერთ მუხლში შეთანხმება მოხდა. „ოპერაციები კიევსა და ჩერნიგოვში შეჩერდება“. - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ, მადლობა გადაუხადა თურქიეს რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის და განაცხადა, რომ თურქიემ ამ პროცესში სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალანსებული და დამოუკიდებელი პოზიცია დაიკავა. - წერს გაზეთი „ჰურიეთი“.

გაზეთი „იენი შაფაკი“ იუწყება, რომ დოლმაბაჰჩეში გამართულ ისტორიულ სამიტს მსოფლიო პრესაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. გერმანელმა ჟურნალისტმა ვოლფრამ ვაიმერმა თქვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების ორგანიზება არა საფრანგეთის პრეზიდენტმა, გერმანიის კანცლერმა, ისრაელმა, შვეიცარიამ, რომის პაპმა ან გაერომ, არამედ ერდორანმა შეძლო სტამბოლში. ბევრმა საერთაშორისო მედიასაშუალებამ განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა ანკარას ენდობიან.

და ბოლოს გაზეთი „ვათანი“-ს თანახმად, ანტალიის საქალაქო საბჭოს ტურიზმის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა რეჯეფ იავუზმა განაცხადა, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული ოფიციალური მონაცემებით, 2021 წელს მსოფლიოში ტურისტულ აქტივობაში 421 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა, ხოლო თურქიე მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა 29,9 მილიონი ტურისტით.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები