თურქული პრესა 28.03.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1802785
თურქული პრესა 28.03.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ერდოღანმა საუბრის დროს ხაზი გაუსვა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის, მშვიდობის რაც შეიძლება მალე დამყარების და რეგიონში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუმჯობესების აუცილებლობას. თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს ამ პროცესში ყველა სახის წვლილის შეტანას. მოლაპარაკებების სტამბოლში გამართვაზე შეთანხმება იქნა მიღწეული.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, რუსეთ-უკრაინის კრიზისის შესაჩერებლად პრეზიდენტ ერდოღანის დიპლომატიური კონტაქტების შესახებ წიგნაკი გამოიცა. "თურქეთის წვლილი სტაბილურობაში: მრავალგანზომილებიანი დიპლომატია მშვიდობისთვის" სახელწოდების წიგნაკის წინასიტყვაობაში ერდოღანი აღნიშნავს: "ამ პროცესში კიდევ ერთხელ გამოვლინდა რა სახის კატასტროფა შეიძლება გამოიწვიოს თუნდაც უმსირესმა იგნორირებულმა პრობლემამ. ამ ომმა იმავდროულად კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის ჭეშმარიტება, რომ უფრო ეფეტური და მტკიცე ნაბიჯები უნდა გადადგან უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დასაცავად შექმნილმა საერთაშორისო სტრუქტურებმა“.

ეროვნული თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარის განცხადებით, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნატო არის ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული ალიანსი ისტორიაში და უფრო ძლიერი წევრებია საჭირო იმისათვის, რომ გახდეს კიდევ უფრო ძლიერი ალიანსი. - წერს გაზეთი „სტარი“. აქარმა ასევე განაცხადა: „თუმცა, დღესდღეობით, ჩვენი მოკავშირეების მიერ ჩვენი ქვეყნისათვის უსამართლო ექსპორტის შეზღუდვების დაწესება გავლენას ახდენს არა მარტო თურქეთზე, არამედ ნატოზე.“

გაზთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, თურქული უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი Baykar Teknoloji-ის ლიდერმა სელჩუკ ბაირაქტარმა ახალი პოსტი გააზიარა წარმოების ცენტრის შესახებ თავის Twitter-ის ოფიციალური გვერდზე. პოსტში, რომელიც ასევე შეიცავს საბრძოლო უპილოტო თვითმფრინავის სისტემის Kızılelma-ს (MİUS) ახალ ფოტოებს, ჩანს, რომ ფრთებია მიმაგრებული Kızılelma-ს განვითარებულ მოდელზე. Kızılelma-ს პირველი საფრენი ტესტირება 2023 წელს იგეგმება.

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობისა და ტყის რესურსების სამინისტრო ბევრს მუშაობს თურქეთის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დასაცავად. სამინისტრო ინახავს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონსერვაციის ფარგლებში ნიმუშებს, მათი ბიოლოგიის შესაბამისად. ამ კონტექსტში 32 გენბანკში დაცულია ანატოლიის თესლების, მცენარეებისა და ცხოველების სახეობები. გენბანკებში 318 000 მასალაა განთასებული.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები