თურქული პრესა 25.03.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1801771
თურქული პრესა 25.03.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ჩვენზე დაწესებული ემბარგო, მოკავშირეებისგან არც კი უნდა იქნეს წინა პლანზე წამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქციის წარმატებები აშკარაა, დაბრკოლებები, რომლებსაც ჩვენ ვხვდებით, არ შეიძლება გამართლდეს.“

გაზეთი „Hürriyet“-იც პრეზიდენტ ერდოღანის, რუსეთ-უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად თურქეთი შუამავლობისთვის მზად არის რა, როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, ასევე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს სამომავლოდაც გააგრძელებენ. მისივე თქმით, მათი მიზანი, ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის გარემოს და მშვიდობის ატმოსფეროს შექმნაა.

„თურქეთის მნიშვნელობა ნატოში კიდევ ერთხელ გახდა ცნობილი“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: ნატოს სამიტის გამართვამდე, როგორც ალიანსის ასევე სხვ ევროპის მრავალი ქვეყნის ლიდერი ეწვია თურქეთს. ნატოს სამიტის ფარგლებში კი პრეზიდენტმა ერდოღანმა მრავალი ქვეყნის ლიდერთან გამართა პირისპირ შეხვედრა. ეს კი იმაზე მიუთითებს თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ალიანსში თურქეთის წევრობას. ეს ნათელი გახდა ასევე, რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში თურქეთის შუამავლობის სურვილითაც.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ იტალიის ელჩმა ანკარაში ჯორჯიო მარაპოდიმ განაცხადა, რომ იტალიასა და თურქეთს შორის მჭიდრო ურთიერთობები ვრცელდება ოსმალეთის იმპერიამდე რა, ეს ურთიერთობები გასულ საუკუნეებშიც თანდათან გაიზარდა. მარაპოდიმ თქვა: „მე მჯერა თურქეთის სტრატეგიული ძალის, პოტენციალის, ევროპისთვის მნიშვნელობისა და იტალიასთან მისი მჭიდრო ურთიერთობების. თურქეთის პოზიცია და მნიშვნელობა იმის მანიშნებელია, რომ მას ყოველთვის ექნება ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები მსოფლიოსთან.“

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ თურქეთსა და ევროკავშირის 6 წევრ ქვეყანაში ელექტრომობილებსა და ელექტრომანქანებში გამოყენებული მოძველებული ლითიუმ-იონური ბატარეებიდან მიღებული ნედლეული საქარიას უნივერსიტეტში გადაიქცევა ახალ უმაღლეს ბატარეებად და კვლავ იქნება წარმოდგენილი ბაზარზე.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები