თურქული პრესა 24.03.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1801105
თურქული პრესა 24.03.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით გამართული ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „თურქეთი მონტრეს კონვენციის ზედმიწევნით განხორციელებასთან ერთად გააგრძელებს შუამავლობასა და ხელშეწყობას შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად."

გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრის მარკ რუტეს 10 წლის პაუზის შემდეგ ვიზიტი ანკარაში  ფართოდ გაშუქდა ჰოლანდიურ პრესაში. ჰოლანდიურმა მედიამ აღნიშნა, რომ თურქეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს უკრაინაში მიმდინარე ომის შეჩერების მცდელობებში, ხოლო გაზეთები წერენ: „თურქეთი ნატოს ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია რაიმე გააკეთოს უკრაინასთან დაკავშირებით. შუამავლის როლი ერდოღანს უხდება“.

თურქეთი, რომელიც განახლებადი ენერგიის დაყენებული სიმძლავრის კუთხით ევროპაში მე-5 და მსოფლიოში მე-12 ადგილზეა, მე-8 ადგილზეა ევროპაში და მე-16 მსოფლიოში მზის ენერგიის დაყენებული სიმძლავრის კუთხით. - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“.

გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, ევროკავშირი 2027 წლამდე თურქეთში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამებს ჯამში 430 მილიონი ევროს მხარდაჭერას გამოუყოფს.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“ იტყობინება, რომ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ უეფა-ში კანდიდატობის ოფიციალური განაცხადი შეიტანა 2028 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალების თურქეთში გამართვაზე.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები