თურქული პრესა 23.03.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1800310
თურქული პრესა 23.03.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინდელ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომიდან ერთადერთი გამოსავალი დიპლომატიაა.

„ჩავუშოღლუმ ისლამურ სამყაროს გაერთიანებისკენ მოუწოდა“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Haber Türk“-ში და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის (OIC) საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 48-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა: „როგორც ‘ისლამური უმმა’, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გავერთიანდებით, დაუძლეველი პრობლემა არ არსებობს“.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ ეროვნული შესაძლებლობებით დამზადებული „AKYA“ სახელწოდების სასწავლო ტორპედო, MUREN-ის საბრძოლო მართვის სისტემით წარმატებით იქნა გასროლილი, TCG Preveze წყალქვეშა ნავიდან. მის პირველ გასროლას ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარიც ესწრებოდა.

გაზეთი „Sabah“-ი ფათიჰ დონმეზის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ საბურღი გემი „იავუზი“, 4 აპრილს შავ ზღვაში კრიტიკული მისიისთვის გაემგზავრება.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ თურქეთიდან მიმდინარე წლის, იანვარ-თებერვლის თვეებში 36 ქვეყანაში 7 მილიონ 131 ათას 895 დოლარის ღირებულების თაფლი გაიყიდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები