თურქული პრესა 21.03.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1798931
თურქული პრესა 21.03.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Vatan“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთი, რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის უზრუნველსაყოფად დიპლომატიას აგრძელებს. პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 24 მარტს ბრიუსელში ნატოს სამიტს დაესწრება, რათა შეაფასოს ომისშემდგომი მოვლენები.

გაზეთი „Hürriyet“-ი ჩავუშოღლუს, რუსეთ-უკრაინას შორის არსებული კრიზისი შესახებ გაკეთებულ შეფასებას უთმობს ადგილს და ამში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზოგიერთ კონკრეტულ საკითხებზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ. „ჩვენ ვხედავთ, რომ მხარეები ახლოს არიან ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმებასთან. მაშინ, როდესაც სამოქალაქოები კვდებიან, შეთანხმება რთულია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მონიტორთან დაკვშირებით  იმპულსი მაინც შეინიშნება“, განაცხადა ჩავუშოღლუმ.

გაზეთი „Yeni şafak“-ი იუწყება, რომ მაშინ, როდესაც უკრაინის არმიამ „ბაირაქტარ TB2“-ის მეშვეობით რუსეთს დიდი დარტყმა მიაყენა, უკრაინაში ხსენებული იარაღი „გმირად“ იქნა შერაცხული. უკრაინელი მუსიკოსის ტარას ბოროვაკის მიერ ბაირაქტარებისთვის შექმნილი სიმღერა ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ ჰიტად იქცა.

გაზეთ „Star“-ის მიხედვით, თურქეთი აგრძელებს რეკორდების მოხსნას ექსპორტში მის უმსხვილეს ბაზარ გერმანიაში. თურქეთის ექსპორტმა გერმანიაში თებერვალის თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21,4 %-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 644 მილიონ 24 ათასი დოლარს მიაღწია.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ აშშ-ში ცნობილი პიცის ქსელის Champion Pizza-ს მფლობელ ჰაქქი აქდენიზს ქვეყნის ყველაზე პრესტიჟული  Points of Light ჯილდო გადაეცა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები