თურქული პრესა 04.10.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1714257
თურქული პრესა 04.10.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ Twitter- ით გაკეთებულ პოსტში აღნიშნა: "თურქეთს აქვს დიდი პოტენციალი, რაც ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს ახალგაზრდა მოსახლეობის თვალსაზრისით. აქედანვე ვულოცავ ყველა ახალგაზრდას ახალგაზრდების დასაქმების ეროვნულ სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ზემოთ აღნიშნული  პოტენციალის შეფასებისთვის.”

გაზეთი „საბაჰი“-ს თანახმად, ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, რომლის მიხედვითაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში შესრულებულია 21 ოპერაცია, აქედან 4 დიდი და 17 საშუალო. სექტემბერში 139 ტერორისტი განეიტრალდა, ხოლო 2021 წელს სულ 2081 ტერორისტი იქნა განეიტრალებული.

პროფესორმა უღურ შაჰინმა, BioNTech– ის მთავარმა მენეჯერმა, რომელმაც შეიმუშავა ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ –19) ვაქცინა Pfizer– თან ერთად, განაცხადა, რომ ვირუსი გააგრძელებს მუტაციას და ამან შეიძლება შეამციროს ვაქცინებით მიღებული იმუნიტეტი - წერს გაზეთი „ჰურიეთი“. Financial Times– ის ინფორმაციის თანახმად, შაჰინი ამტკიცებს, რომ ამ სიტუაციამ შეიძლება გამოავლინოს ახალი ვაქცინების შექმნის აუცილებლობა.

გაზეთი „სტარი“ იტყობინება რომ თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტმა გასულ თვეში 2,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2021 წლის იანვარ-სექტემბერში, ავტომობილების ექსპორტი 24 პროცენტით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ თვეებთან შედარებით და 21.3 მილიარდ დოლარს მიაღწია.

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“ წერს, რომ თურქეთის მიღწევები თავდაცვის ინდუსტრიაში ძლიერდება. თავდაცვის მრეწველობის თავმჯდომარემ ისმაილ დემირმა განაცხადა, რომ ლაზერული მართვადი სარაკეტო სისტემა METE, შემუშავებული და ტესტირებული „როკეტსანი“-ს მიერ, უსაფრთხოების ძალებს მისცემს მნიშვნელოვან უპირატესობას და მიზანს გაამართლებს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები