თურქული პრესა 01.10.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1713126
თურქული პრესა 01.10.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სოჭში, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ, თურქეთში დაბრუნების დროს თვითმფრინავში ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, რომში გასამართ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ ყველა საკითხს, მათ შორის F-35-ების თემის დეტალურად განხილვას გეგმავს.

გაზეთი „Sabah“-ი გუშინდელ ეროვნულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანათავჯდომარეობით გამართულ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე სირიაში არსებულ მდგომარეობაზეც იქნა ყურადღება გამახვილებული რა, აღინიშნა, რომ სამოქალაქოების დაზარალებისგან ყველამ თავი შორს უნდა დაიკავოს.

გაზეთ „Hürriyet“-ის ეკონომიკური მიმომხილველი იუწყება, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში ექსპორტი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით  51,9 პროცენტით გაიზარდა და  18 მილიარდ 916 მილიონ დოლარს მიაღწია.

გაზეთ „Vatan“-ში ოზლემ თურქეჯის კოვიდ-19-თან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: BioNTech–ის დამფუძნებელთაგან, ოზლემ თურეჯიმ განაცხადა: „ჩვენ მოგვიწევს ახალ ნორმალურ მდგომარეობას დავუბრუნდეთ, რადგან ეს ვირუსი კიდევ რამდენიმე წელი თან დაგვყვება. პროცესი უკვე მართვადია.“  

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ მსოფლიო ბანკის თურქეთის დირექტორმა ოგიუსტ ტანო კუამემ განაცხადა: „თურქეთი, კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის შემდეგ უკეთესი აღმშენებლობისთვის, მწირი წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესებას პრიორიტეტს ანიჭებს.“


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები