თურქული პრესა 23.09.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1709470
თურქული პრესა 23.09.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამერიკულ ტელეარხ CBS-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ავღანელ ლტოლვილებზე. ერდოღანმა თქვა: „რატომ არის აშშ იქ 20 წელია, მან პირველ რიგში ამის პასუხი უნდა გასცეს.“

გაზეთი „Haber Türk“-ი ჩავუშოღლუს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების, ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააგრძელოს ავღანეთთან მისი ჩართულობა. ჩავუშოღლუმ გაეროს 76-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში როჰინჯა მუსლიმების შესახებ გამართულ ონლაინ შეხვედრაზეც გამოვიდა სიტყვით და აღნიშნა, რომ როჰინჯა მუსულმანებს არასოდეს დაგვტოვებენ  მათი ბედის ანაბარად.

გაზეთ „Hürriyet“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „თურქეთი და შეერთებული შტატები შეინარჩუნებენ მჭიდრო კონტაქტს“ და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინამ, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანის თეთრ სახლში შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის და ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ ბრძოლის გარდა ავღანეთის, ერაყის, სირიის, ლიბიის, კვიპროსის, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის და სხვა რეგიონალური საკითხები იქნა განხილული.

გაზეთი „Sabah“-ი ერსინ თათარის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ერსინ თათარმა, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის, გაეროს 76-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს კვიპროსზე გამახვილებული ყურადღება შეაფასა და აღნიშნა: „პრეზიდენტი ერდოღანი საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებით ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ხმა და ძალა იყო.“

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ თურქეთის ტექნიკური გუნდის ფონდის  (T3) სამეურვეო და  TEKNOFEST-ის საბჭოს თავმჯდომარე სელჩუკ ბაირაქტარმა განაცხადა, რომ Bayraktar TB3/ბაირაქტარ TB3-ი და შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატი (SİHA) პირველ ერთობლივ ფრენას, 2022 წელს განახორციელებენ.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები