თურქული პრესა 22.09.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1708996
თურქული პრესა 22.09.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. მან თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია უარი ითქვას იმ გაგებაზე, რომელიც იგნორირებას უკეთებს რეგიონში თურქეთს, რომელსაც აქვს ყველაზე გრძელი სანაპირო აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაზე და დაამატა: „ჩვენი წინადადება ‘აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის კონფერენციის’ ორგანიზების შესახებ, რომელშიც რეგიონში ყველა მონაწილე მიიღებს მონაწილეობას დიალოგისა და თანამშრომლობისათვის, ჯერ კიდევ მაგიდაზეა“. მან ასევე თქვა, რომ კვიპროსელი თურქი ხალხის საერთაშორისო სტატუსი უნდა იქნეს რეგისტრირებული.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) პროცესში თურქეთი პირველივე დღიდან ცდილობს ხელთ არსებული საშუალებების მეგობრებისა და ძმებისთვის გაზიარებას. ”ჩვენ სამედიცინო დახმარება გავუგზავნეთ 159 ქვეყანას და 12 საერთაშორისო ორგანიზაციას” - თქვა ერდოღანმა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ისინი მალე შესთავაზებენ ადგილობრივ ვაქცინა Turkovac-ს მთელ კაცობრიობას.

წიგნის "უფრო სამართლიანი სამყარო შესაძლებელია", რომლის ავტორია პრეზიდენტი ერდოღანი, პრეზენტაცია მოხდა აშშ-ს ქალაქ ნიუ-იორკის ცენტრალურ პროსპექტებზე, ქუჩებზე და თაიმს სკვერის ეკრანებზე. - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. წიგნი, რომელიც მოიცავს გლობალური პოლიტიკის დილემებს, განსაკუთრებით უსამართლობას, ლტოლვილთა კრიზისს, საერთაშორისო ტერორიზმს და ანტიისლამს, ასევე გადაეცა წევრი ქვეყნების ლიდერებს, რომლებსაც ერდოღანი შეხვდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.

გაზეთი „ვათანი“-ს თანახმად, მსოფლიოს უმსხვილესი საავიაციო, კოსმოსური და ტექნოლოგიური ფესტივალი TEKNOFEST–ი გუშინ სტამბოლის ათათურქის აეროპორტში დაიწყო. ღონისძიების ფარგლებში, რომელიც გაგრძელდება 26 სექტემბრამდე, თურქეთის შეიარაღებული ძალების აკრობატულმა ჯგუფმა SOLOTÜRK-მა და „თურქულმა ვარსკვლავებმა“ შეასრულეს მისასალმებელი ფრენა სტამბოლის სრუტის თავზე. TEKNOFEST–ზე გამარჯვებულ გუნდებს 5 მილიონ ლირაზე მეტი ჯილდო გადაეცემა.

და ბოლოს, გაზეთ „სტარ“-ში მოყვანილია ფონდ T3-ის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის და TEKNOFEST– ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის სელჩუკ ბაირქტარის განცხადება, რომელშიც მან აღნიშნა, რომ TEKNOFEST– ზე უპილოტო საფრენმა აპარატებმა (İHA) და თვითმფრინავებმა ერთ ჩარჩოში გამართეს წარმოადგენა. ”ეს არის პირველი ასეთი შოუ მსოფლიოში, რამდენადაც ჩვენ ვიცით.” - თქვა ბაირაქტარმა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები