თურქული პრესა 25.08.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1696825
თურქული პრესა 25.08.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა, თავისი Twitter–ის ანგარიშზე, მათი პარტიის 19 წლიანი მმართველობის პერიოდში თურქეთის ეკონომიკის, გარემოს და ურბანიზმის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურისა და ტურიზმის, საგარეო საქმეთა, თავდაცვის მრეწველობისა და ტექნოლოგიების სფეროებში მიღწეული წარმატებები სპეციალური გრაფიკებით გააზიარა. "რაც არ უნდა შევაჯამოთ და ჩამოვთვალოთ ჩვენს მიერ ბოლო 19 წელში გაკეთებულები და მიღწეული წარმატებები, მათ სიას ვერ ჩამოვთვლით ვერც საათების, ვერც დღეების განმავლობაში", განაცხადა ერდოღანმა

Vatan-ი, ავღანეთში მყოფი თურქი მოქალაქეების ევაკუაციასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებას ანთავსებს, რომელშიც იგი ამბობს: "ჩვენ ავღანეთიდან ჯერჯერობით 1404 ადამიანი გამოვიყვანეთ და აქედან 1061 ჩვენი მოქალაქეა, ხოლო დანარჩენები კი სხვადასხვა ქვეყნის. ჩვენ გვყავს დაახლოებით კიდევ 200 მოქალაქე, რომელთაც სამშობლოში დაბრუნება სურთ და მათაც მალე გამოვიყვანთ."

"თურქულმა “Bayraktar TB2“ ტიპის უპილოტოებმა მონაწილეობა მიიღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღესასწაულში“, ასეთი სათაურის სტატია იპყრობს ყურადღებას Yeni Şafak-ში და მასში ვკითხულობთ: “უკრაინის დედაქალაქ კიევში გუშინ, ქვეყნის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე, უკრაინის არმიის შემადგენლობაში თურქული წარმოების “ბაირაქტარ TB2“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებიც გამოჩნდნენ. მათგან ერთმა კიევის თავზე გადაიფრინა, ხოლო მეორე კი აღლუმის მოედანზე ჩაატარეს“

Habertürk-ის ეკონომიკური მიმომხილველი თურქი მშენებელი კონტრაქტორების უცხოეთში საქმიანობას აშუქებს და წერს რომ ისინი დღესდღეობით  მსოფლიოში მესამე ადგილზე გადავიდნენ. “საერთაშორისო სამშენებლო სექტორის პოპულარულ ჟურნალ “Engineering News Record“-ის მიერ გამოქვეყნებულ სიაში, რომელიც შედგენილია კონტრაქტორების გასული წლის  შემოსავლების საფუძველზე, თურქმა კონტრაქტორებმა უცხოეთში მოქმედი 40 კომპანიით მესამე ადგილი დაიკავეს, ხოლო პირველ ადგილს 78 კომპანიით ჩინეთი, მეორე ადგილს კი 41 კომპანიით აშშ-ი იკავებს,“ წერს ჰაბერთურქის მიმომხილველი

 

Sabah-ი სპორტულ გვერდზე კიდევ ერთხელ ახარებს მკითხველს თურქი ქალი ფრენბურთელების წარმატებით. “თურქ ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ბ ჯგუფში წუხელ, ჰოლანდიის ნაკრებიც  ანგარიშით 3-0 დაამარცხა და ამით, 5 თამაშიდან ხუთივე მოიგო რა, მერვედფინალის საგზური მოიპოვა“



მსგავსი ინფორმაციები