თურქული პრესა 18.08.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1693016
თურქული პრესა 18.08.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, გუშინ სტამბოლში, თავდაცვის ინდუსტრიის მე-15 საერთაშორისო გამოფენის, “IDEF'21“  გახსნის ცერემონიალზე თქვა, რომ ისინი არასდროს ყოფილან და არც მომავალში იქნებიან ისეთები, ვინებიც 10 თასობით კილომეტრის სიშორიდან ტერორიზმთან ბრძოლის სახელით მოდიან ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, მაგრამ სინამდვილეში, ტერორისტების ნაცვლად სამოქალაქო პირებს ან უდანაშაულოა ხალხს ბომბავენ 

Hürriyet-ი ინტერვიუს აქვეყნებს საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან, რომლის თქმითაც, ანკარა დადებითად აფასებს და მიესალმება თალიბების მიერ ავღანეთისა და მისი მოსახლეობის მისამართით გავრცელებულ პირველ განცხადებებს, რომლებშიც ისინი ყველას გასაოცრად უფრო თბილ და რბილ მიდგომებს იჩენენ, როცა მთელი მსოფლიო მათგან უფრო მკაცრ გამოსვლებს ელოდა. "ჩვენ ვაგრძელებთ დიალოგს ავღანეთის ყველა მხარესთან, მათ შორის თალიბანთანაც", განაცხადა ჩავუშოღლუმ, წერს ჰურრიეთი

Star-ის მიხედვით, სამხრეთ კორეის ნაციონალური ასამბლეის თავჯდომარემ ბიონგ-სეუგმა, რომელიც გუშინ შეხვდა თურქეთის დიდი ეროვნული პარლამენტის თავმჯდომარეს მუსტაფა შენთოფს, განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ამჟამინდელ განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა თავის დროზე თურქეთის სამხედროების ძალისხმევამ, რომლებმაც გასული საუკუნის შუა წლებში საკუთარი ქვეყანასავით დაიცვეს სამხრეთ კორეა. "სწორედ ამის გამოა რომ კორეა, თურქეთის გარდა არც ერთი სხვა ქვეყნისათვის არ იყენებს გამოთქმას "ჩემი ძმა," ხაზგასმით განაცხადა ბიონგ სეუგმა

Yeni Şafak-ი, პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშჩაკის მხრიდან სოციალურ მედიაში გამოაქვეყნებულ განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც იგი ამბობს, რომ თურქული უპილოტოების მწარმოებელ ფირმა “BAYKAR/ბაიქარ–ის გენერალურ დირექტორ ჰალუქ ბაირაქთართან შეხვედრისას, შეთანხმებას მიაღწიეს რამდენიმე ათეული TB2 ტიპის შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატების პოლონეთის შეიარაღებულ ძალებისათვის 2022 წელში გადაცემის თაობაზე

”7 თვის განმავლობაში ექსპორტირებული იქნა 16250 ტონა შავი ზღვის ორაგული”, ასეთი სათაურის სტატიას აქვეყნებს Haber Türk-ი და მასში ვკითხულობთ:  მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში, თურქმა მეთევზეებმა 16 ათას 250 ტონა შავი ზღვის ორაგულის ექსპორტირება მოახდინეს უცხოეთის მრავალ ქვეყანაში და მისგან 90 მილიონზე მეტი დოლარის შემოსავალი მიიღეს



მსგავსი ინფორმაციები