თურქული პრესა 11.08.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1689108
თურქული პრესა 11.08.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Vatan-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრი რეაქცია გამოხატა შვეიცარიაში, ტერ-ორგანიზაცია PKK/YPG-ს მხრიდან ე.წ. "ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სირიის ავტონომიური ადმინისტრაციის" წარმომადგენლობითი ოფისის გახსნის მიმართ. ამავე სტატიით, შვეიცარიის ანკარის საელჩოს საქმეთა რწმუნებული, საგარეო საქმეთა  სამინისტროში დაიბარეს და გააპროტესტეს რა შვეიცარიაში სირიელი ქურთების წარმომადგენლობის გახსნა, ამასთან, საკითხთან დაკავშირებით დეტალური ახსნა-განმარტება მოითხოვეს

Star-ი იუწყება, რომ  საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა,  თავის თურქ კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუსთან წუხელ სატელეფონო საუბარი გამართა და საბერძნეთში მიმდინარე ტყის ხანძრების ჩაქრობაში მხარდაჭერისთვის და 2 სახანძრო თვითმფრინავის გაგზავნისათვის, ანკარას მადლობა გადაუხადა

Yeni Şafak-ი ეკონომიკის გვერდზე, საერთაშორისო ფრენების კვლევის კომპანია Skytrax/სკიტრაქს–ის მხრიდან გამოაქვეყნებულ "2021 წელში მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო აეროპორტების" სიას უთმობს ადგილს და მასში სტამბოლის ახალმა აეროპორტმა, რომელიც 2020 წელს 102-ე ადგილზე იყო, ერთ წელიწადში შესძლო 85 საფეხურით მაღლა აწევა რა, მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო მე-17 აეროპორტის ადგილი დაიკავა

"ანტალიამ 7 თვეში  3 მილიონ 400 ათას ტურისტს უმასპინძლა," ასეთი სათაურის სტატია იპყრობს ყურადღებას Sabah-ში და მასში ვკითხულობთ: ანტალიამ, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია და კოვიდ-19 ეპიდემიის პერიოდში ჯანსაღი და უსაფრთხო ტურიზმის მისამართი გახდა, 7 თვის განმავლობაში 3 მილიონ 400 ათას ტურისტს უმასპინძლა და აქედან ყველაზე მეტი, 1 მილიონ 130 ათასი ტურისტი რუსეთიდან ჩამოვიდა

Hürriyet-ის ცნობით, აღმოსავლეთ ანატოლიაში მდებარე ვანის ტბაში, რომელიც ყველაზე დიდი ოდენობით სოდის შემცველ ტბად ითვლება მთელს მსოფლიოში, ახალი ტიპის მიკრობიალიტი (ბაქტერიების, წყალმცენარეებისა და მიკროორგანიზმების შემცველი ქანები) აღმოაჩინეს. ამავე სტატიის ცნობით, ვანის ტბის მიკრობიალიტები 30-40 მეტრი სიგრძის არიან და ყველაზე დიდებს წარმოადგენენ მთელს მსოფლიოში



მსგავსი ინფორმაციები