თურქული პრესა 05.08.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1685845
თურქული პრესა 05.08.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წუხანდელ სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ერსინ თათარმა, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებში კიდევ ერთხელ მტკიცედ დაიცვა კვიპროსელი თურქების უფლებები და ინტერესები. "მან ჩვენი გზავნილი გადასცა ევროკავშირის შესაბამის პირებს. კუნძულზე ორი თანაბარი სუვერენული სახელმწიფოს შექმნის გარდა, სხვა კომპრომისი აღარ არსებობს. ჩვენ ვერ დაველოდები კიდევ 50 წელს. როდესაც ევროპელები კუნძულის სამხრეთ ნაწილში ჩადიან, იგივე პირები რატომ არ მიდიან კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში? ვინ და რამ შეაშინა ისინი?," განაცხადა ერდოღანმა და იქვე დაამატა, რომ ამ მხრივ თუ რამე არის გასაკეთებელი, ახლავე უნდა გაკეთდეს

Star-ი, თურქეთის პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დირექტორის ფაჰრეტტინ ალთუნის გამოხმაურებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი მკაცრად გმობს და აკრიტიკებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ავღანელებს, რომლებსაც ემიგრირება სურს აშშ-ში, ჯერ ჯერობით შეუძლიათ გადავიდნენ მესამე ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში და დროებით, ვიზების გამოსვლამდე დარჩნენ იქ. "თურქეთი არ არის და არ იქნება ვინმეს მოსაცდელი დარბაზი," ხაზგასმით აღნიშნა ალთუნმა, წერს სტარი

Yeni Şafak-ი ინტერვიუს ბეჭდავს თურქული ტექნოლოგიური კომპანია  BAYKAR-ის ხელმძღვანელ სელჩუკ ბაირაქტართან, რომლის თქმითაც დღესდღეობით ისინი ჯერჯერობით მსოფლიოს 4 ქვეყანას უგზავნიან “Bayraktar TB2“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებს, ხოლო მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდევ 6 ქვეყანასთან და როგორც კი დასრულდება ეს მოლაპარაკებები, დადებული კონტრაქტის საფუძველზე ამ ქვეყნებშიც განხორციელდება ხსენებული უპილოტოების ექსპორტი

"სამკაულების ექსპორტი  ბოლო 7 თვის განმავლობაში 48.5 პროცენტით გაიზარდა", ასეთი სათაურის სტატიას იპყრობს ყურადღებას  Habertürk-ში და მასში ვკითხულობთ: მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში თურქეთის საიუველირო ნაწარმის ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48.5 პროცენტით გაიზარდა და  2 მილიარდ 917 მილიონ დოლარს მიაღწია. “ყველაზე მეტი, 454.1 მილიონი დოლარის ღირებულების საიუველირო პროდუქტი  თურქებმა აშშ-ში გაიტანეს“, წერს ჰაბერთურქი



მსგავსი ინფორმაციები