თურქული პრესა 03.08.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1684522
თურქული პრესა 03.08.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ HaberTürk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ტუნისის პრეზიდენტთან ქაიზ საიდთან წუხანდელი სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ ტუნისისა და საერთოდ რეგიონის მომავალი კეთილდღეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობის, შიდა მშვიდობისა და სიმშვიდის შენარჩუნება. “ერდოღანის თქმითვე, დემოკრატიის დაცვა, თავისუფლებების გარანტირება და კანონის უზენაესობის დაცვა ტუნისში, ყველაზე ფასეული ღირებულებებია“, წერს ჰურრიეთი

Vatan-ი იუწყება, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის ხორვატ კოლეგა, ზორან მილანოვიჩთან და მას მადლობა გადაუხადა ტყის ხანძრების გამო თურქეთისადმი გამოჩენილი სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამო. ერდოღანის განცხადებითვე, სწორედ ასეთ დღეებში უფრო მნიშვნელოვანი ხდება მოკავშირეების ურთიერთობები და სოლიდარობა

Yeni Şafak-ის ეკონომიკური მიმომხილველი ქვეყნის ექსპორტს აშუქებს და წერს, რომ იანვარ-ივლისის 6 თვიან პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35 პროცენტით, ხოლო კორონავირუსის ეპიდემიის წინა პერიოდთან შედარებით კი, 16,4%-ით გაიზარდა რა, მთლიანობაში 121,4 მილიარდ დოლარს მიაღწია. ასე რომ, წლიურმა ექსპორტმა 201 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რითაც ახალი რეკორდი დამყარდა ქვეყნის ისტორიაში და ამასთან, ექსპორტმა პირველად გადააჭარბა 200 მილიარდი დოლარის ლიმიტს

"რევოლუციური გამოგონება თურქი მეცნიერისგან", ასეთი სახელწოდების სტატიას იპყრობს ყურადღებას Hürriyet-ში და მასში ვკითხულობთ: თურქმა მეცნიერმა რაბია თუღჯე იაზიჯიგილმა შეიმუშავა გადასაყლაპად ადვილი ჭვავის ზომის ოდენა კაფსულა, რომელიც გადაყლაპვის შემდეგ უკაბელო მონაცემებს უგზავნის ენდოსკოპიური დიაგნოზისთვის. გამოგონება, რომელიც მეტად სასარგებლოა ნაწლავისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკისთვის, ასევე სიადვილეს შექმნის მრავალ სფეროში, განსაკუთრებით ენდოსკოპიაში. გადაყლაპვის შემდეგ ეს კაფსულა გადადის საჭმლის მომნელებელ სისტემაში, სადაც ერთდროულად გამოავლენს დაავადების ნიშნებს და მათ აცნობებს მობილურ ტელეფონებს. მოკლედ, ქალბატონ რაბია თუღჯეს მიერ გამოგონებული ამ კაფსულის საშუალებით შესაძლებელი გახდება მრავალი დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა, ახარებს მკითხველს ჰურრიეთი

Sabah-ი სპორტულ გვერდზე იტყობინება, რომ თურქეთის ქალ ფრენბურთელთა ეროვნული ნაკრების მეტოქე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში სამხრეთ კორეა გახდა და შეხვედრა ოთხშაბათს, 4 აგვისტოს, თურქეთის დროით 03.00 საათზე გაიმართება



მსგავსი ინფორმაციები