თურქული პრესა 02.08.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1683971
თურქული პრესა 02.08.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის  საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საბერძნეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ედირნესთან, ბერძენი მესაზღვრეების მხრიდან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანების მიმართულებით ცეცხლის გახსნისა და ერთი თურქი მოქალაქის მკვლელობის გამო, ოფიციალური ნოტა გადასცა

Star-ი, თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრის მუსტაფა ვარანკის გუშინდელ განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ამბობს, რომ VLP-ს მეთოდზე დაფუძნებული ადგილობრივი ვაქცინის წარმოებაში ბოლო სტადიას უახლოვდებიან. “ჩვენ ფაქტიურად უკვე დავასრულეთ მე-2 ფაზის სამუშაოები და უახლოეს დღეებში მესამე ფაზაზე გადავალთ. წლის ბოლოსათვის ვენ უკვე გვექნება საკუთარი წარმოების კორონას საწინააღმდეგო ვაქცინა“ განაცხადა ვარანკმა, წერს სტარი

Yeni Şafak-ი თავის მკითხველებს ახარებს და აცნობს, რომ შავ ზღვაში მოპოვებული ბუნებრივი აირის საბადოში ჩასადები მილების წარმოება დაიწყეს, რის შესახებაც განაცხადა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა. “შავი ზღვის აირის მოპოვებაში უკუთვლა დაიწყო. ჩვენ მილები უნდა ჩავაწყოთ ზღვის ფსკერზე, დაახლოებით 169 კილომეტრის სიღრმეზე და ამ მილების წარმოება უკვე დავიწყეთ“, განახხადა მინისტრმა

"ბოლო 16 თვის განმავლობაში ყველაზე მეტი ტურისტი  სტამბულში ივნისში ჩამოვიდა", ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Sabah-ში და მასში ვკითხულობთ: ნორმალიზაციის პროცესზე გადასვლისთანავე, სტამბოლმა ივნისში  684 ათას 621 უცხოელ ვიზიტორს უმასპინძლა და ამით ყველაზე მეტი ტურისტი მიიღო ბოლო 16 თვის განმავლობაში. სტამბოლში ჩამოსულ უცხოელებს შორის გერმანელებმა პირველი ადგილი დაიკავეს 70 ათასი 989 ტურისტით. გერმანელ ტურისტებს მოჰყვნენ ირანელები, ამერიკელები, უკრაინელები, ერაყელები, ფრანგები და რუსები



მსგავსი ინფორმაციები