თურქული პრესა 30.07.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1682592
თურქული პრესა 30.07.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ნუმან კურთულმუშმა განაცხადა, რომ ზანგეზურის დერეფანს, რომელიც აზერბაიჯანს თურქულ სამყაროსთან და თურქეთთან პირდაპირი გზით დააკავშირებს, მეტად უდიდესი და კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. "თუ ეს დერეფანი განხორციელდება, მაშინ, უწყვეტი და პირდაპირი ტრანსპორტირების შესაძლებლობები გაჩნდება არა მხოლოდ თურქეთ-აზერბაიჯანს, არამედ მთელ თურქულ სამყაროს შორისაც," განაცხადა კურთულმუშმა

Hürriyet-ი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მხრიდან ესპანურ გაზეთ El Pais–თან გამართული ინტერვიუს თარგმანს აქვეყნებს, რომელშიც იგი აცხადებს, რომ თურქეთი ლიბიაში მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა, რადგან, ამ ქვეყანაში თურქეთს რამდენიმე საზღვაო ბაზა გააჩნია. ”ეს კი იმას ნიშნავს, რომ თურქეთი მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს შუა ხმელთაშუაზღვის გავლით მიგრაციაზეც,” აღნიშნავს ბორელი

”სამი მთავარი ღონისძიება ავღანური იმიგრაციის წინააღმდეგ”, ასეთი სათაურის სტატიას აქვეყნებს Yeni Şafak-ი და მასში ვკითხულობთ: ავღანური მიგრაციის წინააღმდეგ თურქეთ-ირანის საზღვარზე არსებული ზომების კიდევ უფრო გაძლიერება ხდება და მის ფარგლებში, თურქეთის შეიარაღებული ძალები, უსაფრთხოების სამეტაპიან სისტემას იყენებს. პირველ ეტაპზე ხდება მეთვალყურეობა, კონტროლი და პატრულირება, მეორე ეტაპზე დაბრკოლება/დაკავება, ხოლო მესამე ეტაპზე კი დაპატიმრება, დეპორტაცია და სამართლებრივი ზომები. თურქი მესაზღვრეების განცხადებებით, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ფოტოების უმრავლესობა, რომელშიც ავღანელი ლტოლვილების ვითომცდა თურქეთში გადაადგილება არის ასახული და მწვავე რეაქცია გამოიწვია მოსახლეობაში, ან წინა წლებში არიან გადაღებულნი და ამდენად აქტუალურნი არ არიან, ანდა ისინი ავღანეთის ან ირანის ტერიტორიაზე არიან გადაღებულნი

Star-ი, თურქეთის  ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ფატიჰ დონმეზის გუშინდელ განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ბუნებრივი გაზის ახალ აღმოჩენებზე საუბრობს და ამბობს: ”ჩვენ შავ ზღვაში იმდენი გაზი აღმოვაჩინეთ, რომ მინიმუმ 10 წელი გვეყოფა, თუმცა, საძიებო სამუშაოებს  ვაგრძელებთ და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში, კიდევ ერთხელ გავახარებთ მოსახლეობას შავ ზღვაში ახალი გაზის საბადოს აღმოჩენით. ამ საძიებო სამუშაოების ჩვენი საბოლოო მიზანია, ბოლო მოვუღოთ თურქეთის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას უცხოელებზე,” ხაზგასმით ამბობს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ფატიჰ დონმეზი



მსგავსი ინფორმაციები