თურქული პრესა 26.07.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1680051
თურქული პრესა 26.07.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის გარემო დაცვისა და ურბანიზაციის მინისტრმა მურატ ქურუმმა განაცხადა, რომ განახლებადი ენერგიის წყაროების პოტენციალით, თურქეთი მსოფლიოში მე-12 ადგილზეა, ხოლო ევროპაში კი მეხუთე. მისივე თქმით, თურქეთში არსებული ამჟამინდელი ენერგეტიკული პოტენციალის მხოლოდ 52 პროცენტს აწარმოებენ. ”ჩვენ ვმუშაობთ განახლებადი ენერგიის სიმძლავრის გასაზრდელად და მომდევნო 10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 10 გიგავატიანი ქარისა და მზის ენერგიის მოპოვებაზე ვიმუშავებთ,” განაცხადა ქურუმმა, წერს საბაჰი

”ადგილობრივი ვაქცინა  მასობრივი გამოყენებისათვის მზად იქნება ამ წლის ბოლოსათვის,” ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Hürriyet-ში და მასში ვკითხულობთ: ვირუსის მსგავსი ნაწილაკების (VLP) საფუძველზე წარმოებული კოვიდ-19 ვაქცინის შიდა კვლევებში უკვე დასრულებულია ფაზა-1 და ფაზა-2 ეტაპები და აღსანიშნავია, რომ ამ ორივე ეტაპის მოხალისეებში გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. ინტენსიური სამუშაოები გრძელდება იმისთვის, რომ სამამულე წარმოების ვაქცინა მზად იყოს ამ წლის ბოლოსათვის. გარდა ამისა, VLP-ზე დაფუძნებული თურქული ვაქცინის ეფექტურობის შესახებ კვლევებიც ასევე გრძელდება, აღნიშნავს ჰურრიეთი

Yeni Şafak-ის ეკონომიკური მიმომხილველი  ტურიზმის სექტორის მდგომარეობას აშუქებს და წერს, რომ ამჟამად ისინი მეტად კმაყოფილნი არიან და სახეები უცინით. “რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის მიერ სამგზავრო შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, ნორმალიზაციის პროცესმა, რომელიც დაიწყო 1 ივლისს და ასევე ყურბან-ბაირამის 9 დღიანმა დღესასწაულმა, თურქეთში სტარტი მისცა დიდ ტურისტულ მოძრაობას, რის კვალობაზე ზღვების სანაპიროები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებითა და დამსვენებლებით გაივსო. ასე რომ,  წლევანდელმა ტურისტულმა მონაცემებმა გადააჭარბა არა მხოლოდ 2020-ის, არამედ 2019 წლის მაჩვენებლებსაც, რომელიც ტურიზმის ყველაზე საუკეთესო წლად ითვლებოდა

Star-ი ეკონომიკურ გვერდზე იუწყება, რომ ცნობილი გახდა თურქული წარმოების  მფრინავი ავტომობილის, “AirCar/აირკარ“-ის ტრასებზე და ცაზე გამოჩენის პირველი თარიღი. მფრინავმა ავტომობილმა, რომლის ინვესტორიც და დეველოპერიც არის ადგილობრივი ტექნოლოგიური კომპანია Softtech/სოფტეხ-ი, თავისი პირველი პროტოტიპით, წარმატებით დაასრულა საცდელი ფრენა. ადგილობრივი წარმოების 100 პროცენტიანი ელექტრო-მანქანა, რომელსაც ექნება 80 კილომეტრის ფრენის მანძილი ერთი მგზავრით და 50 კილომეტრი ორი მგზავრით, სტამბულის ცაზე გამოჩნდება 2025 წელს, ახარებს მკითხველს სტარი

Vatan-ი, თურქი ხალხის სახელით გამარჯვებას ულოცავს თურქეთის ფრენბურთელ ქალთა ნაკრებს, რომელმაც შესანიშნავი სტარტი აიღო ტოკიო-2020  ოლიმპიადაზე და B ჯგუფში 3-0 დაამარცხა წინა ოლიმპიადის ჩემპიონი ჩინეთი. “პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიულოცა ფრენბურთის “სულთნებს“ ეს დიდი გამარჯვება და წარმატებები უსურვათ ჯგუფის მომდევნო შეხვედრებშიც, სადაც მათ მეტად დაძაბული მატჩები ელით აშშ-თან, არგენტინასთან, იტალიასთან და რუსეთთან“, აღნიშნავს ვათანი



მსგავსი ინფორმაციები