თურქული პრესა 16.07.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1676112
თურქული პრესა 16.07.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yeni Şafak-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც 2016 წლის 15 ივლისის ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის (FETO) სისხლიანი გადატრიალების მცდელობის მე-5 წლისთავზე, თურქეთის ქუჩები და მოედნები კვლავ გაივსო ხალხით და ერთის მხრივ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწოდებით იმ ღამეს მოედნებზე გამოსული და გმირულად დაღუპული 251 “მოწამის“ სულები მოიგონეს, ხოლო მეორეს მხრივ  პუტჩისტების წინააღმდეგ მოპოვებული დიდი  გამარჯვება, კიდევ ერთხელ ზეიმით აღნიშნეს

Hürriyet-ი პრეზიდენტ ერდოღანის გუშინდელ, “15 ივლისის დემოკრატიისა და ეროვნული ერთიანობის დღეს“-თან დაკავშირებით წარმოთქმულ ერისადმი მიმართვის ტექსტს ანთავსებს, რომელშიც იგი ხაზგასმით ამბობს, რომ ვერავინ ვერ შეძლებს დიდი და ძლიერი თურქეთის მშენებლობისათვის ხელის შეშლას. ”ჩვენი ქვეყნის არა კეთილმოსურნეებმა, რომელთაც მზაკვრული განზრახვები აქვთ თურქი ერის წინააღმდეგ, წარსულშიც ვერ მიაღწიეს წარმატებას, ვერც 15 ივლისს მიაღწიეს და ვერც მომავალში მიაღწევენ. ასე რომ, ისინი ვერ დააბრკოლებენ დიდი და ძლიერი თურქეთის მშენებლობას.”

"15 ივლისის დემოკრატიის მუზეუმი გაიხსნა", ასეთი სათაურის სტატიას აქვეყნებს Vatan-ი და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინ  დემოკრატიის მუზეუმი გახსნა, რომელიც აშენდა საპრეზიდენტო კომპლექსის მოპირდაპირე მხარეს და მასში გამოფენილ მასალებში, FETÖ–ს მზაკვრული გადატრიალების მცდელობა მოთხრობილია სპეციალური ხმოვანი და ვიზუალური ეფექტებით. “ამ მუზეუმის პირველი ვიზიტორები იყვნენ პრეზიდენტი ერდოღანი და მისი მეუღლე ემინე ერდოღანი, რომლებმაც ემოციური გრძნობებით უყურეს გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ გამოსული ხალხის გმირული თანადგომა“, წერს ვათანი

Haber Türk-ის მიხედვით კი, 2016 წლის 15 ივლისის FETO-ს მზაკვრული გადატრიალების მცდელობის კიდევ ერთხელ დაგმობის მიზნით, თურქეთის 81 პროვინციის 90 ათასამდე მეჩეთში კვლავ წაიკითხეს ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლო - სელა, რომელმაც  გადატრიალების მცდელობის დროს, თურქ ხალხს სულიერი ძალა მიანიჭა და ერთიანობის სული გაუჩინა. “წუხელაც, თურქეთის დროით 00:13 საათზე, ქვეყნის ყველა მეჩეთიდან ისმოდა სელას ხმა“, აღნიშნავს ჰაბერთურქი

Star-ის კორესპონდენტი აშშ-დან იტყობინება, რომ ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის, FETO-ს სამხედრო გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ გამოსული თურქი ერის გმირული ბრძოლის ამსახველი ვიდეოები აჩვენეს ქალაქ ნიუ-იორკის Times Square-ს მოედანზე მდებარე გიგანტურ ციფრულ ეკრანზე. "დემოკრატიის გამარჯვება", “პუტჩისტებმა ამჯერად მწარე მარცხი იწვნიეს“, "თურქეთი გაუვალია", ასეთი იყო ამ ჩვენების მთავარი ლეიტმოტივი, აღნიშნავს სტარის ამერიკელი კორესპონდენტი



მსგავსი ინფორმაციები