თურქული პრესა 14.07.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1675026
თურქული პრესა 14.07.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტი რეჯეფ თიფ ერდოღანი გუშინ საღამოს ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინპინის ტელეფონით ესაუბრა. სატელეფონო საუბრის დროს, თურქეთ-ჩინეთს შორის ვაჭრობის, ენერგეტიკის, ინვესტიციების, ტრანსპორტის და ჯანდაცვის ჩათვლით სხვა მრავალ სფეროში თანამშრომლობის საკითხები იქნა განხილული. სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა, უიღური თურქების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მათაც უნდა ჰქონდეთ ჩინელების მსგავსად თანასწორუფლებიანი ცხოვრების შესაძლებლობა რა, ამას თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ ორი დღის წინ ბერძნულ კლუბ ოლიმპიაკოსთან გასამართი ამხანაგური მატჩისათვის ათენში ჩასული თურქული კლუბის, გალათასარაის მიმართ მოპყრობის საკითხთან დაკავშირებით, ანკარაში საბერძნეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს და საკითხთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა გადასცეს.

გაზეთი „Vatan“-ი ჰულუსი აქარის, ავღანეთთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა გუშინ ქაბულის ჰამიდ კარზაის აეროპორტის უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა: „პოზიტიური მოვლენები შეიმჩნევა ნატოში თურქეთის ინიციატივებით. არსებობს რამდენიმე საკითხი, რაზეც ჩვენ შევთანხმდით ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან ლოიდ ჯეიმს ოსტინთან. ჩვენი მიზანია გავაგრძელოთ ჩვენი წვლილი, ჩვენი ავღანელი და-ძმების უსაფრთხოებაში, მშვიდობასა და კეთილდღეობაში.“

გაზეთ „Haber Türk“-ის ეკონომიკური მიმომხილველი წერს, რომ მრეწველობის და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანქმა გუშინ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სამრეწველო წარმოების ინდექსი მიმდინარე წლის მაისში ყოველთვიურ ბაზაზე 1,3%-ით, ხოლო წლიურ ბაზაზე 40,7%-ით გაიზარდა. მისივე თქმით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უფრო მაღალი ზრდის მაჩვენებლებს ელოდებიან.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ ევროკომისიის შინაგან საქმეთა კომისარის, ილვა იოჰანსონის განცხადებით, საბერძნეთი უკანონოდ დევნის თავშესაფრის მაძიებლებს ზღვიდან თურქეთში. მისივე თქმით, ათენის ამდაგვარი დამოკიდებულება, ‘ევროპული ღირებულებების დარღვევაა.’

 

 

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები